in

Arizona-ს ახალი 2300 სერია – „პრინტერი, რომელიც თამაშის წესებს ცვლის“

2020 წლის 1-ლ სექტემბერს, Canon-მა გრაფიკული, ფართოფორმატიანი პრინტერების ახალი სერია Arizona 2300 წარადგინა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ახალი მოდელები უზრუნველყოფს უფრო სწრაფ ბეჭდვას, ზრდის წარმოების ეფექტურობასა და ხარისხს.

სერია Arizona 2300 წარმოდგენილია სამი კომპაქტური GTF მოდელით: Arizona 2340GTF, 2360GTF და 2380GTF, მაგიდის ზომით 1.25მx2.5მ და სამი ფართოფორმატიანი XTF მოდელით: Arizona 2340XTF, 2360XTF და 2380XTF, მაგიდის ზომით 2.5მx3.08მ.

Canon-ის ახალი სერიის მოდელების ფერთა კონფიგურაცია ასეთია: CMYK (მოდელი 2340) ან – CMYK + ორი თეთრი ან ლაქი (მოდელი 2360)  ან იგივე კონფიგურაცია, დამატებით შუქჩრდილებით (მოდელი 2380).

Arizona 2300-ის მოდელებს აქვს ერთიანი (ზონებად არ არის დაყოფილი), ვაკუუმის მქონე ზედაპირი, Arizona FLOW ტექნოლოგიით. ეს საშუალებას იძლევა, დავბეჭდოთ მუყაოზე, ხეზე, შუშაზე, აკრილზე, პოლიკარბონატულ მასალაზე. ასევე დავბეჭდოთ დიდი ზომის სურათი რამდენიმე ნაჭერზე. ამ ტექნოლოგიის საშუალებით, შესაძლებელია ბეჭდვის პროცესის დაჩქარება, რაც ბუნებრივია აისახება საბოლოო შედეგზე – წინა მოდელებთან შედარებით ამ სერიის პრინტერები უზრუნველყოფს 20%-ით მეტ პროდუქტიულობას. ახალი სერიის პრინტერებს არ სჭირდებათ გაცხელება, ან მანქანის მომზადება, ამიტომ ბეჭდვის რეჟიმი 24/7 სავსებით შესაძლებელია.

დამზადებულია გერმანიაში, შესაბამისად, არიზონა 2300 სერიის პრინტერებს აქვთ გერმანული TÜV და DGUV სერტიფიცირება, UV-მელნები არის UL GREENGUARD Gold სერტიფიცირებული, რაც გულისხმობს, რომ ის მინიმალურ გავლენას ახდენს გარემოზე და ნაბეჭდი მასალა შეიძლება, განთავსდეს სკოლებში, საავადმყოფოებსა და სასტუმროებში.

Canon Europe-ს ფართოფორმატიანი გრაფიკული პრინტერების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი ვოუტერ დერიკსი (Wouter Derichs) ამბობს: „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ Arizona 2300 სერიის პრინტერები შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს გაზარდოს მოგება, გააფართოვოს ბეჭდვის არეალი და აღმოაჩინოს ბაზრის ახალი შესაძლებლობები. ეს ახალი პრინტერები უკვე არსებულ, UV-gel პრინტერ Colorado-სთან ერთად, ქმნის ფართოფორმატიანი პრინტერების ისეთ არჩევანს, რომელიც დააკმაყოფილებს ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნებს.

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ნახოს Arizona 2380 XTF, Roll Media Option-ით „ონლაინ“ რეჟიმში Canon-ის მომსახურების ცენტრებიდან, რომლებიც მდებარეობს მელბურნში (ავსტრალია), ვენლოში (ნიდერლანდები), ბირმინჰემში (გაერთიანებული სამეფო), პარიზში (საფრანგეთი) და ჩიკაგოში (აშშ).

 

[R]

„ლიკანი“ ხილის არომატით – ახალი პროდუქტი, რომელიც ყველაფერს უხდება!

Killages სადებიუტო ალბომს აქვეყნებს