in

საოცარი სამყარო კომფორტის ზონის მიღმა! –  Canon-ის კამპანია

ადამიანები იმდენად ეჩვევიან ერთ კონკრეტულ გარემოს და კმაყოფილდებიან მათ გარშემო შექმნილი კომფორტის ზონით, რომ ამ დროს სამყარო ყველა მისი საოცრებით და მოულოდნელობებით სრულიად აღმოუჩენელი რჩებათ. სწორედ მსგავსი რუტინით ცხოვრობდა 27 წლის ავსტრალიელი პიტერი, რომელსაც მშობლიური ქალაქის მიღმა ფეხი არასდროს გაუდგამს. თუმცა, სრულიად მოულოდნელად ის Canon-ის კამპანიის Bring your Curiosity-ის რჩეული გახდა და ბრენდისგან მნიშვნელოვანი გამოწვევაც მიიღო, რომელმაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ფოტოაპარატი, ზურგჩანთა, წარმოუდგენელი ადგილები, ახალი სახეები, საინტერესო ტრადიციები, მრავალფეროვანი კულტურა – ანუ ყველაფერი ის, რაც ცხოვრებას გაცილებით უფრო საინტერესოს ხდის, მოულოდნელად პიტერის ობიექტივში მოხვდა.

 

როგორ გავიხსენოთ პაროლი? – Apple-ის სახალისო ვიდეორგოლი

„არადა“ – დავით გოგიჩაიშვილის გამოსვლით შთაგონებული ნაქარგებიანი მაისურების სტარტაპი