in

Canon-ის ინტერაქტიული ვებგვერდის მეშვეობით, დედამიწას ფოტოებს კოსმოსიდან გადაუღებ!

ფოტოებს გადაუღებთ ბაჰამის კუნძულებს, ნიუ-იორკს, სან-ხოსეს, ალასკას, იაპონიას, ანტარქტიდას…

Canon– ს წლევანდელ CES– ზე ახალი პროდუქტი არ წარუდგენია, თუმცა კომპანიამ ინტერაქტიული ვებგვერდი ჩაუშვა, რომლითაც ბრენდი საკუთარი მიკროთანამგზავრით საშუალებას გვაძლევს, სიმულაციური ფოტოები განსხვავებული პერსპექტივიდან გადავიღოთ. Canon CE-SAT-1 მიკროსატელიტი ორბიტაზე 2017 წელს გაუშვეს.

CE-SAT-1-ში ინტეგრირებულია Canon 5D Mark III DSLR, რომელიც გამოსახულებას იღებს Canon 40 სმ-იანი დიამეტრის კასეგრენის ტიპის (სარკისებური) 3720 მმ-იანი ფოკუსური მანძილის მქონე ტელესკოპის საშუალებით. სატელიტში, ასევე, არის Canon PowerShot S110 კამერა ფართო კადრების გადასაღებად.

ვებგვერდზე ასტრონავტი, მარშა აივინსი მოგვითხრობს ვრცელ ინფორმაციას CE-SAT-1– ის შესახებ.

დედამიწა სავსეა უცნაური და უნიკალური ადგილებით, რომელთა დანახვა მხოლოდ კოსმოსიდან შეგიძლიათ. ვფიქრობ, ისინი ცოტათი აბსტრაქტულ ნამუშევრებსაც წააგავს, – გვიხსნის ის.

CE-SAT-1 გამოიყენება მონაცემების მოსაპოვებლად ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიცაა: საგზაო მოძრაობა, ხანძრის გამოვლენა, დაბინძურების კონტროლი, ფერმერების მოსავლის ოპტიმიზაცია და სხვ.

Canon– ის ვებგვერდზე შეგიძლიათ, დაათვალიეროთ და დამატებითი ინფორმაციაც მიიღოთ დედამიწის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის: ბაჰამის კუნძულებზე, ნიუ-იორკზე, სან-ხოსეზე, ალასკაზე, იაპონიაზე (მათ შორის, სადაც CE-SAT-1 შეიქმნა), ანტარქტიდაზე…

რომ დავაზუსტოთ, ფოტოებს რეალურ დროში არ იღებთ. სურათები წინასწარ არის გადაღებული, ვინაიდან რეალურ დროში გადასაღებად, CE-SAT-1-ს, დედამიწის გარშემო, დაახლოებით, 17000 მილი/სთ სიჩქარით მოუწევდა მოძრაობა და ჩვენს პლანეტას საათ-ნახევარში შემოუვლიდა.

Canon იმედოვნებს, რომ მისი მიკროსატელიტური ბიზნესი უახლოეს წლებში კომპანიის მნიშვნელოვანი სექტორი გახდება.

ნახეთ: აღმოაჩინეს ძვლები, რომლებიც შესაძლოა უდიდეს დინოზავრს ეკუთვნოდეს

Google-სა და Facebook-ს მედიის კონტენტის გამოყენებისთვის გადასახადს სთხოვენ