in

Canon-მა, საქართველოში, მოზარდებისა და ახალგაზრდების მხარდასაჭერად, საქველმოქმედო კამპანია ჩაატარა

Canon-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლობამ (Canon CEE) ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდასაჭერად, საქველმოქმედო აქცია ჩაატარა. Alta-სთან ერთად, მათ დღის ცენტრს „პირველი ნაბიჯი“ და ბავშვთა ჰოსპისს „ციცინათელების ქვეყანა“ პრინტერი Pixma G3411 და საჩუქრები გადასცეს. ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმს – პროფესიონალური პრინტერი ImagePROGRAF PRO-1000, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას კი – ImagePROGRAF PRO-10S.  როგორც Canon-ის წარმომადგენლები ამბობენ, კომპანია ასეთ აქციებს ყოველ წელს ატარებს და ბუნებრივია, გამონაკლისი არც 2020 წელი ყოფილა.

2 საბავშვო სახლს გადავეცით ფერადი პრინტერები. Canon-ს აქვს ვებგვერდი Creative Park, საიდანაც მოზარდებს შეუძლიათ, ამობეჭდონ და შემდეგ 3D განზომილების ფიგურები ააწყონ. ახალი პრინტერით ბავშვები ამ ყველაფერს ძალიან მარტივად გააკეთებენ. სამხატვრო აკადემიასა და ფოტოგრაფიის მუზეუმში კი, სტუდენტები და ფოტოგრაფები, ამ ახალი პროფესიონალური პრინტერებით თავიანთი ნამუშევრების დაბეჭდვას შეძლებენ. რამდენადაც ვიცი, ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი ფოტო სკოლის გაკეთებასაც აპირებს და ბუნებრივია, ამ ახალი პრინტერით მათი სტუდენტებიც ისარგებლებენ. ახლა ვაპირებთ, კიდევ ერთი პროფესიონალური პრინტერი GIPA-ს ფოტო – ჟურნალისტიკის ფაკულტეტს გადავცეთ. ამ კამპანიის მთავარი მიზანია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მოზარდებისა და ახალგაზრდების განვითარებაში, ხელი შევუწყოთ მათ საქმიანობას. ასეთი აქციები ჩატარდა უზბეკეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში. Canon-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლობა 26 ქვეყანას აერთიანებს და თითქმის, ყველგან განვახორციელეთ მსგავსი კამპანიები“, – ამბობს საქართველოსა და სომხეთში კომპანიის ბიზნესის განვითარების მენეჯერი ალექსანდრე კერესელიძე.

Canon-ის თანამშრომლის სვეტლანა ტოგონიძის თქმით, კომპანიას სურს, მაქსიმალურად გვერდით დაუდგეს ახალგაზრდებს და მხარდაჭერა გამოხატო მათ მიმართ, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში.

ეს კამპანია ყოველწლიურია და ბუნებრივია, გამონაკლისი არც წლევანდელი წელი ყოფილა, პირიქით, COVID-19-ის პირობებში, გვსურს განსაკუთრებული მხარდაჭერა ვაგრძნობინოთ მოზარდებსა და სტუდენტებს. გვინდა, წვლილი შევიტანოთ მათ განვითარებაში, მით უმეტეს ასეთ რთულ ვითარებაში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ საბავშვო დაწესებულებების, უმაღლესი სასწავლებლისა და მუზეუმისათვის პროფესიონალური პრინტერები გადაგვეცა“.

რაც შეეხება „ალტას“ ჩართულობას, კომპანიაში ამბობენ, რომ სრულად იზიარებენ პარტნიორების ხედვებს და ბუნებრივია, მათ სოციალური პროექტების განხორციელებაშიც ეხმარებიან.

საქართველოს ლიდერი ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „ალტა“ იზიარებს თავის პარტნიორების ხედვას და ყოველთვის  ეხმარება მათ, განსაკუთრებით კი Canon-ს, რომელიც  ყოველთვის გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობით. ვთვლით, რომ ჩვენი, როგორც ძლიერი კომპანიის და ბრენდის ვალდებულებაა, ვიზრუნოთ საზოგადოების სოციალურად დაუცველ წევრებზე და მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე“, – ამბობს Alta-ს მარკეტინგული პროექტების მენეჯერი თინათინ წოტოიძე.

ეს კამპანია ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნასა და ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაში დაეხმარება „პირველი ნაბიჯის“ გუნდს.

უკვე 21 წელია, ვემსახურებით განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს. 10-მდე პროგრამის ფარგლებში, 700-ზე მეტ ბავშვს ვუწევთ მომსახურებას, მათ შორის გვაქვს დღის ცენტრის და ბინაზე მოვლის პროგრამები, სადაც განსაკუთრებით მძიმე და ღრმა გონებრივი და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ვემსახურებით. ეს ბავშვები, ძირითადად, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან და უმნიშვნელოვანესია დონორების და მხარდამჭერების არსებობა, რომ ამ ორმა პროგრამამ გამართულად ფუნქციონირება შეძლოს. მსგავსი ტიპის კამპანიები, მით უმეტეს ასეთ რთულ პერიოდში, გვეხმარება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნაში და ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაში. ამიტომ, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ კომპანია Canon-ს, რომელმაც გადმოგვცა ჩვენთვის ყველაზე საჭირო ნივთი“, – ამბობს „პირველი ნაბიჯის“ პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი გუჩი თავხელიძე.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედია ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა იაშვილი ამბობს, რომ ასეთი კამპანიები და ახალგაზრდების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენნაირი ქვეყნისა და ჩვენი ტიპის უნივერსიტეტებისთვის მსგავსი მხარდაჭერა მართლაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მით უმეტეს, ახალგაზრდების სასწავლო პროცესში, ხელშეწყობა. სამწუხაროდ, სტუდენტებს ყოველთვის არ აქვთ ასეთი ხარისხის ტექნიკაზე წვდომის საშუალება. ეს პროფესიონალური პრინტერი კი დაეხმარება მათ, პრაქტიკულ მეცადინეობებში, თავად  ნახონ დამუშავებული ფაილები, პოსტერები თუ სხვა ტიპის სარეკლამო სამუშაოები“.

ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმის წარმომადგენელი ნესტან ნიჟარაძე კი ამბობს, რომ მათი ინსტიტუციის განვითარებისა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია დიდი რეპუტაციის მქონე პარტნიორის შეძენა.

ამავე კამპანიის ფარგლებში, კომპანის შევთავაზეთ გრძელვადიანი თანამშრომლობა და ჩვენი საგანმანათლებლო პლატფორმის მხარდაჭერა, რაზეც შეთანხმება უკვე მიღწეულია. ვიზუალური ხელოვნების დარგში მომუშავე ინსტიტუციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენება თავის აქტივობებში. ჩვენ ვართ ალტერნატიული პლატფორმა. პლატფორმა, რომელიც ხელოვნებას, ფოტოგრაფიას იყენებს კულტურული და სოციალური ცვლილებებისთვის. ფიზიკური სივრცით ერთი წელია ვარსებობთ, თუმცა, 3 წელიწადზე მეტია, ჩვენი აქტივობები მიმდინარეობს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ახალი პარტნიორები მეტი აქტივობისა და პროგრამის განხორციელების საშუალებას მოგვცემენ. ამასთან, Canon-თან პარტნიორობა გადამწყვეტი იქნება, რომ შევქმნათ თანამედროვე და არა მხოლოდ თანამედროვე ფოტოგრაფიის კოლექციები. მას შემდეგ რაც ახალი, პროფესიონალური პრინტერი გადმოგვეცა, ვესაუბრეთ ფოტოგრაფებს და ყველა თანახმაა, რომ მუზეუმის კოლექციის შექმნაში მიიღოს მონაწილეობა. სწორედ ამ პრინტერის მეშვეობით დავბეჭდავთ იმ ნამუშევრებს, რომლებიც შემდეგ, ჩვენი კოლექციის ნაწილი გახდება“.

 

[R]

“მთავარია, არაფერი მოიმოქმედოთ!” – პუტინი და კიმი Deepfake ვიდეომიმართვაში

კოკა-კოლამ მე-100 საახალწლო რეკლამა გამოუშვა