in

როგორ დავზოგოთ თანხა ლაზერული პრინტერების მოვლაზე

ორიგინალ და თანამედროვე მოწყობილობებს უფრო მეტი ღირებულება შემთხვევით არ აქვთ. ისინი სულ სხვაგვარ კომფორტს, ხარისხსა და ეფექტს იძლევიან. სწორედ ასე ხდება სახლისა და ოფისის ლაზერული პრინტერების შემთხვევაში, რომლებსაც, რა თქმა უნდა, თან ახლავს ბეჭდვის ხარჯები. ამ ხარჯების შემცირება ყველა ადამიანის სურვილია, მით უფრო, თუ დიდი მოცულობით ბეჭდვა უწევს.

თუმცა, იაფი სახარჯო მასალების მოპოვების მცდელობის დროს, შესაძლოა დაგეგმილზე მეტიც კი დავხარჯოთ. ამ არასასიამოვნო გამოცდილების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ მოგიყვებით, ორიგინალი სახარჯო მასალების გამოყენებით, თუ როგორ დაზოგავთ თანხას ბეჭდვისას.

მწარმოებლებს ხშირად საყვედურობენ ორიგინალი პრინტერის სახარჯო მასალის მაღალი ფასის გამო. საოფისე ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების მიერ წარმოებული კარტრიჯის, აქსესუარებისა და სხვა სახარჯო მასალების ღირებულება ნამდვილად უფრო მაღალია, ვიდრე სხვა მწარმოებლების. ვინაიდან ჩვენ სწორედ სახარჯო მასალებზე ვსაუბრობთ, რომელთა შეძენაც რეგულარულად არის საჭირო, მომხმარებლებს ფულის დაზოგვის საკმაოდ გონივრული სურვილიც აქვთ.

თუმცა ამის პარალელურად ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორიგინალი კარტრიჯების მაღალი ფასი მწარმოებლების ახირებას არ წარმოადგენს. მომხმარებელი იხდის აღჭურვილობის ცალსახად მაღალი ხარისხის, ტექნიკის საიმედო მუშაობის გარანტიისა და იმ შედეგის ფასს, რომელიც პრინტერის მწარმოებელს შეუძლია, მისი შემცვლელი მასალების გამოყენებით უზრუნველყოს.

კომპანიები, რომლებიც ბაზარზე ათზე მეტი წელია არსებობენ, ინდუსტრიის ლიდერები დიდ ინვესტიციებს ახორციელებენ შემუშავების, ტესტირებისა თუ მასობრივი წარმოების პროცესში, რომ ყველაფერმა უმაღლეს დონეზე იმუშაოს.

როგორც ტექნიკა, ისე მისი სახარჯო მასალები, ხარისხის ყველა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს – იქნება ეს ეკოლოგია თუ რიგი სხვა მოთხოვნები, რომლებიც უმეტესად უგულებელყოფილია არა ორიგინალი აქსესუარების მწარმოებლების მიერ. სწორედ ეს იწვევს დაბეჭდვის ცუდ შედეგებს და, ხშირ შემთხვევაში, ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლას. საბოლოოდ, შეკეთება ბევრად დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ვიდრე ორიგინალი შემცვლელი ელემენტების ყიდვა.

როგორ მუშაობს ლაზერული პრინტერი

შავ-თეთრი ლაზერული პრინტერის მარტივი მოქმედება შეიძლება შემდეგნაირად იქნას აღწერილი:

  • ლაზერული სხივი სკანირების პრინციპის შესაბამისად ქმნის გამოსახულებას მბრუნავ ფოტოსენსიტიურ დოლურაზე (ბარაბანზე).
  • ლაზერული სხივით განათებული დოლურის (ბარაბნის) ზედაპირის არეები ელექტრულად იმუხტება. მათ ეკვრის ტონერის ნაწილაკები.
  • ქაღალდის ფურცელი გასრიალდება ბარაბანზე და ბარაბანზე მიკრული ნაწილაკები გადაეცემა მას.
  • ბარაბანზე დარჩენილი ტონერი ამოიღება სპეციალური მექანიზმით და იგზავნება გამოყენებული ტონერის განყოფილებაში.
  • შემდეგ ფურცელი გადაეცემა გამათბობელს (ე. წ. ღუმელს), რომელიც გახურებული ცილინდრია და რომლის მეშვეობითაც სრიალებს ქაღალდი.

შედეგად, ტონერი საიმედოდ მაგრდება ქაღალდზე. LED (დიოდური) პრინტერები იმავე პრინციპით მუშაობს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ გამოსახულება იქმნება არა ლაზერით, არამედ – LED (დიოდური) სახაზავით.

1982 წელს Canon–მა შექმნა მსოფლიოში პირველი „ყველაფერი ერთში“ (All-In-One) ტონერული კარტრიჯი. ეს იყო გამოსავალი, სადაც ყველა ნაწილი ერთ ტონერულ კარტრიჯშია გაერთიანებული. ასეთი კარტრიჯის დიზაინი არ არის მარტივი და მისი ყველა ელემენტი ისევე საიმედოდ უნდა მუშაობდეს, როგორც საათის მექანიზმი.

როგორ ზრუნავენ კომპანიები ორიგინალი შემცვლელების ხარისხზე

Canon-ი  –  უაღრესად დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება სახარჯო მასალების წარმოებას, რადგან კომპანიის მიზანია შექმნას მაღალი ხარისხის, საიმედო და უსაფრთხო მოწყობილობები, რომლებიც აკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს.
ყველა პროდუქტი გადის მკაცრ კონტროლს, რის გამოც ორიგინალ სახარჯო მასალებს შორის წუნდებული პროდუქტის პროცენტი პრაქტიკულად ნულის ტოლია. ასევე, მწარმოებლის კარტრიჯებს აქვთ სპეციალური საწმენდი ფუნქციები, რაც დეტალების გაჭედვის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

გარდა ამისა, მომხმარებელთა უსაფრთხოება Canon- ის პროდუქციის შექმნის ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა კარტრიჯი შექმნილია ისე, რომ გამორიცხულ იქნას ადამიანებისთვის ზიანის მიყენების ან გარემოს დაბინძურების შემთხვევები.


ორიგინალი სახარჯო მასალების გამოყენებით, მომხმარებელი იღებს საუკეთესო ხარისხს და მხარს უჭერს ჩვენს გარემოს დაცვით ინიციატივებს.

ცხადია, არა ორიგინალი აქსესუარებისა და სახარჯო მასალების მწარმოებლებს არ შეუძლიათ გარანტიის მოცემა თავიანთი პროდუქციის ხარისხზე, საიმედოობასა და უსაფრთხოებაზე. ამასთან, არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებენ საკუთარი პროდუქციის გამოყენების შედეგად გამოწვეულ რაიმე სახის გართულებებზე.

არა ორიგინალი კარტრიჯების გამოყენების შედეგები

ლაზერული და LED პრინტერების განსაკუთრებულ მახასიათებელს ის წარმოადგენს, რომ კვანძების უმეტესობა, რომელსაც ტონიკი ეჯახება, მოთავსებულია შესაცვლელ კარტრიჯში. რა შეიძლება მოხდეს არა ორიგინალი კარტრიჯის ან ტონერის გამოყენებისას?

  • ჯერ ერთი, ტონერი შეიძლება გადმოიყაროს კარტრიჯიდან და მოხვდეს პრინტერის მექანიკურ კვანძებში.
  • მეორეც, დაბალი ხარისხის ტონერმა შეიძლება გამოიწვიოს პრინტერის გამათბობლის ნაადრევი გაუმართაობა.

ეს მნიშვნელოვანია! თუ მწარმოებელი აღმოაჩენს არა ორიგინალური სახარჯო მასალის გამოყენებას, მომხმარებელი ვეღარ მიიღებს პრინტერის საგარანტიო მომსახურებას.

ორიგინალი სახარჯო მასალის გამოყენების სარგებელი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრინტერის მწარმოებლები ზრუნავენ საკუთარი სახარჯო მასალის ხარისხზე. მაგალითად, Canon– მა შემოიღო მკაცრი კონტროლი ათეულობით ოპერაციის მაღალი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად: მკაცრად მოწმდება ტონერის დასამზადებლად გამოყენებული ნედლეული, უშუალოდ ტონერის შევსებამდე ხდება მინარევებისა და უცხო მასალების გაფილტვრა და მრავალი სხვა.

შესაბამისად, Canon– ის სახარჯო მასალებს აქვთ შემდეგი უპირატესობები:

  • ტონერები შეესაბამება პრინტერის ბეჭდვის ტექნოლოგიას;
  • უზრუნველყოფილია პრინტერის გამძლეობა;
  • ნაბეჭდი საშუალებები ორიგინალი ტონერების გამოყენებით უზრუნველყოფს სუფთა ანაბეჭდებს.
  • ორიგინალი ტონერი არ გადმოიყრება ქაღალდიდან და გამძლეა ტენიანობის მიმართ.
  • ორიგინალი კარტრიჯების გამოყენებით ბეჭდვა უსაფრთხოა ადამიანებისა და გარემოსთვის;
  • ორიგინალი ტონერის კარტრიჯების გამოცვლა არ არის რთული;
  • ორიგინალი კარტრიჯები 100%-ით არის შევსებული და შეესაბამება გაცხადებულ სიმძლავრეს.

ორიგინალი Canon-ის კარტრიჯი საშუალებას გაძლევთ დარწმუნებული იყოთ თითოეული კარტრიჯის გამართულ მუშაობაში. ხელმეორედ შევსებული კარტრიჯები კი ვერ უზრუნველყოფენ ბეჭდვის ხარისხის ისეთივე დონეს, როგორც ახლის შემთხვევაშია, რადგან მათი შიდა კომპონენტები შეიძლება იყოს ნაწილობრივ ან მთლიანად გაცვეთილი.

გარემოზე ზრუნვა

ორიგინალი სახარჯო მასალების გამოყენება არა მხოლოდ უფრო ეკონომიურია, არამედ ეკოლოგიურად უფრო სუფთაცაა, რადგან ყველა ორიგინალი პროდუქტი მზადდება გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმიზაციის გათვალისწინებით.
მაგალითად, Canon– ის გორგოლაჭების უნიკალური ტექნოლოგია უზრუნველყოფს იმას, რომ ატმოსფეროში საერთოდ არ ხდება ოზონის გამოყოფა.  ეს ტექნოლოგია უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის და ასევე ხდის კარტრიჯს უფრო კომპაქტურს.

[პარტნიორის კონტენტი]

თაობა Z-ის მხარდასაჭერად, თიბისიმ ახალი პლატფორმა თიბისი Z შექმნა!

დაუჯერებელი ძალა და სილამაზე. ყველაფერი, რაც ახალი iPhone 13-ის საქართველოში შემოსვლის შესახებ უნდა იცოდეთ