in

Canon-მა ორმაგი “თევზის თვალის” ლინზა შექმნა

იგი მოსახერხებელ პარალექსს უზრუნველყოფს VR და AR-ისთვის

Canon-მა ახალი პროდუქტი წარადგინა – RF-ის “თევზის თვალის” ლინზები, რომელიც ახალი სისტემის ნაწილია, სახელწოდებით EOS VR. მისი მიზანი სხვა არაფერია, თუ არა ვირტუალური რეალობისა (VR) და გაფართოებული რეალობის (AR) წარმოების გარდაქმნა, სამუშაო პროცესის გამარტივება.

მთავარი პროდუქტი  ხელის ლინზაა, რომელიც სპეციალურად Canon EOS R5-ზეა გამოყენებული, 8K მხარდაჭერით. ეს ძალიან უჩვეულო პროდუქტია, რბილად რომ ვთქვათ, ერთმანეთის გვერდით 60 მმ-ით დაშორებული ლინზები მართლაც თევზის თვალებს მოგვაგონებს. ეს დისტანცია ზუსტად შეესაბამება ადამიანებს შორის მანძილს და მოსახერხებელ პარალექსს უზრუნველყოფს VR და AR-ისთვის.

ობიექტივი მხოლოდ Canon EOS R5-თან სინთეზში მუშაობს, რომელიც მისი 8K ვიდეო შესაძლებლობების მიხედვით შეირჩა. გადაღების დროს იგი ორ წრიულ ფოტოს ათავსებს 45 მეგაპიქსელიან სენსორზე. ამასთან, ის მხარს უჭერს 190 გრადუსიან გადაღებას, რაც საშუალებას გაძლევთ, სტერეოსკოპიული 3D კადრები და 8192 x 4096 (8K) გარჩევადობის მქონე ფოტოები გადაიღოთ AR ან VR პროგრამებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ლინზას საოცარი მახასიათებლები აქვს – მაგალითად, რგოლი, რომელიც ერთდროულად ორივე ლინზის ფოკუსირებას ახდენს; და ექვსკუთხა კორექტირების ხრახნი – მისი მეშვეობით, ერთი ობიექტივის ზუსტად მეორის შესაბამისად დარეგულირება შეგიძლიათ. სხვა მხრივ, მიიღებთ Canon-ის მაღალი დონის L RF მინის ტიპურ მახასიათებლებს, როგორიცაა სიკაშკაშე და ვიზუალურობის კონტროლის საფარი, წყალგაუმტარი რგოლი და F2.8-დან F16-მდე დიაპაზონი. თანაც, უცნაური ვიზუალის მიუხედავად, ობიექტივი საკმაოდ კომპაქტურია.

თუმცა ობიექტივი “განტოლების” მხოლოდ ერთ ნაწილს წარმოადგენს. Canon firmware-ის განახლებაზე მუშაობს, რომელიც სპეციალურად R5-ისთვის იქნება განკუთვნილი, ახალი ფუნქციების დასანერგად.

გარდა ამისა, კომპანიამ საკუთარი EOS VR Utility და EOS VR Plugin პროგრამები შექმნა. VR პროგრამა სტერეო სურათებს მარცხნიდან მარჯვნივ ატრიალებს და მათ წრიულიდან “თანაბარკუთხა”, კვადრატულ ფოტოებად გარდაქმნის – მათი ნახვა VR სათვალეების მეშვეობით შეიძლება. ამასთანავე, იგი სწრაფი რედაქტირების ინსტრუმენტებს გვთავაზობს. ასევე, შეიქმნა EOS VR დანამატი Adobe Premiere-ისთვის, რომელიც ასევე რედაქტირებას ემსახურება.

ამ პროგრამების გარდა, შეგიძლიათ, მიმდინარე Camera Connect აპლიკაცია და Canon EOS Utility გამოიყენოთ, რათა გადაღება აკონტროლოთ. სამომავლოდ ორივე მათგანი განახლდება და მომხმარებლებს დისტანციური მართვის ფუნქციებს რეალურ დროში შესთავაზებს.

ობიექტივი მართლაც ძალიან პერსპექტიულად გამოიყურება VR წარმოებისთვის – თანაც, ამ უკანასკნელის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა Covid-19-ის პანდემიის დროს. იგი განსაკუთრებით მოთხოვნადია ბიზნეს ტრენინგებისა და ვიდეო პროდიუსერებისთვის.

როგორ მოვრთოთ ქუდი სასურველი ნაქარგებით?

1000 დღეში, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატი დაიწყება – ნახეთ, „ევრო 2024“-ის ბრენდინგი