10
აგვ
2017

არეულობა გოლბერგის მანქანის პრინციპით და საოცარი კადრები! – Canon-ის ორიგინალური ექსპერიმენტი

10 აგვ 2017

Canon-მა გოლბერგის მანქანის პრინციპით დიდი არეულობა მოაწყო იმისთვის, რომ შთამბეჭდავი კადრები დაეჭირა და თავისი აპარატის საოცარ ხარისხში კიდევ ერთხელ დაერწმუნებინა მომხმარებელი. ასეთი დავალებისთვის თავის გასართმევად სარეკლამო რგოლიც საკმაოდ დინამიური და ეფექტური უნდა ყოფილიყო, სწორედ ამიტომ, საქმეს ხელი სააგენტო Grey New York-მა მოკიდა და მოლოდინი ნამდვილად გაამართლა. ენერგიული, მხიარული და ფერადი ვიდეო არაჩვეულებრივად გადმოსცემს კომპანიის ჩანაფიქრს, ამასთან, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ვერცერთი ბოლო მოდელის სმარტფონი მსგავსი ხარისხის ფოტოს ვერ გადაიღებს.

BOG PLUS

 

განხილვა