in

ბიონსე „ინტერნეტის წინააღმდეგ“

ალბათ, ყველა ცნობილი ადამიანის სურვილია, რაღაც ისეთი გააკეთოს, რომ საზოგადოების მთელი ყურადღება თავად დაიმსახუროს… იმდენად გადატვირთოს ინტერნეტქსელი, რომ მისი მუშაობა შეფერხდეს და სოციალური ქსელები წყობილებიდან გამოვიდეს! ყველაზე თუ ვერ განვაზოგადებთ ამ სურვილს, შეგვიძლია მხოლოდ ბიონსეზე ვისაუბროთ — ის Super Bowl 2024-ზე Verizon-ის, სატელეკომუნიკაციო კომპანიის, რეკლამაში ამბიციური მიზნებით გამოჩნდა…

BOG

ახალი მუსიკალური კლიპი, ლიმონათის სტენდის დადგმა, AI ასლის შექმნა, კოსმოსში გაფრენა და ა. შ. მომღერალმა ყველაფერი სცადა რეკლამაში, რათა ინტერნეტის მუშაობა შეეფერხებინა — ასე უნდოდა საკუთარი „გრანდიოზულობის“ დამტკიცება. თუმცა Verizon მაინც ჩვეულებრივად მუშაობდა, რითაც კომპანია მაღალ ხარისხზე აკეთებს აქცენტს.

Mastercard და SKA • სკა გრძელვადიან თანამშრომლობას აანონსებენ

უნივერსიტეტის ქუჩაზე „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ განახლებული, კონცეპტუალური შოურუმი გაიხსნა