in

იტალიური ღვინის ეტიკეტი „მიწიერ გემოს“ ეხმიანება

იტალიის სამხრეთში, კუნძულ სარდინიაზე პატარა ადგილობრივი ღვინის ქარხანა არსებობს — Cantina Pippia, რომლის ისტორიაც 1943 წლიდან იწყება… ძირითადად Vernaccia-ს ადგილობრივ ღვინოს აწარმოებენ, რომელიც საკმაოდ დიდი ხანი სარგებლობდა პოპულარობით, თუმცა ბოლო დროს ცოტა მიივიწყეს. შესაბამისად, ამან  მის იმიჯზე ზრუნვა აუცილებლობად აქცია… 

BOG
BOG

ამგვარად, ახლა Cantina Pippia-ს ახალი შეფუთვით Vernaccia-ს კულტურული სტატუსის აღდგენას ცდილობენ და სწორედ ამ მიზნით შეაქვთ ბოთლში ინდუსტრიული ხასიათი. დიზაინი უმეტესად ძლიერ ტიპოგრაფიულ ელემენტსა და ფერთა პალიტრას ეყრდნობა, რაც კუნძულის გამოძახილია. ხოლო უხეში ქაღალდი და არასწორი დაბოლოებები, როგორც ამბობენ, პროდუქტის იდენტობის მიწიერ გემოს ეხმიანება… საინტერესოა ისიც, რომ Vernaccia-ს დაძველებული კრემისფერი ეტიკეტის მქონე ვარიანტი ღვინის ქარხნის პრემიუმ პროდუქტია.

თითოეულ ეტიკეტი ხელით არის შექმნილი და მასზე ხელმოწერაცაა, რაც ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ისინი ზრუნავენ თითოეულ ბოთლზე, თუნდაც მისი ლიმიტირებული წარმოების გამო. დიზაინი ბოთლების მარტივ მუყაოს ყუთსაც მოიცავს, რომელიც მინიმალიზმის ერთგული რჩება. თუმცა კვლავ ინარჩუნებს მკვეთრად გამოხატულ ტიპოგრაფიულ ელემენტებს და ხაზს უსვამს მის სარდინიულ მემკვიდრეობას, რომელიც ამ მიწაზე მცხოვრებ ხალხსაც ეხმიანება და ღვინის ქარხნის მფლობელ Mr. Pippia-საც.

Cantina Pippia-ს შეფუთვაზე Mood Packaging Studio-მ იმუშავა. 

მარსზე უდიდესი ვულკანი აღმოაჩინეს!

GameScent-ის გაჯეტი ვიდეოთამაშების სურნელს რეალობაში აფრქვევს