in

#თაობა: Cantsleep –  პირველი ქართული ბუქინგ სააგენტო ახალ არტისტებს ეძებს


მუსიკალური პროდუქციის ხარისხის ზრდასთან ერთად, ყოველთვის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენდა მუსიკალური პროექტების მენეჯმენტი, რაც ქართულ ბაზარზე საკმაოდ ჭირს. თუმცა, წლებთან ერთად, იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობაც, ვინც ხვდება, რომ მენეჯერული უნარები ხელოვნების სფეროშიც არანაკლებ საჭიროა. #თაობა პირველი ქართული DJ ბუქინგ სააგენტოს, “Cantsleep-ის“ დამაარსებელს, რეზიკო ფრანჩუკს ესაუბრა:

M: პირველ რიგში, საკუთარი თავის წარდგენით რომ დავიწყოთ…
მე ვარ რეზიკო ფრანჩუკი, პროექტ  “Cantsleep-ის“ დამაარსებელი. 8 წლის ასაკში ერთკასეტიანი მაგნიტოფონი მაჩუქეს, მას შემდეგ გატაცებული ვარ როგორც ელექტრონული, ასევე არაელექტრონული მუსიკით. ქლაბინგი დავიწყე 18 წლიდან და დღემდე ამ სფეროში ვარ.

M: როდიდან იწყება Cantsleep-ის ისტორია და რატომ გადაწყვიტეთ ამ საქმისთვის ხელის მოკიდება?
Cantsleep-ის ისტორია ორი წლის წინ დაიწყო. გადავწყვიტე ახალი არტისტების დახმარება, რადგან უმეტესი კლუბები არ იწვევდნენ გამოუცდელ არტისტებს და მინდოდა, ხელი შემეწყო მათი განვითარებისთვის. მოვიკითხე ყველასთან, თუ ვინ იყვნენ ასეთი არტისტები, შევკრიბე, გავუკეთე მოსმენა ერთ-ერთ კლუბში და საუკეთესოები წამოვიყვანე პროექტში. შემდეგ, შეძლებისდაგვარად, ვეხმარებოდი, რომ მათი მუსიკა სხვადასხვა კლუბსა თუ ბარებში გაჟღერებულიყო, რაც საშუალებას აძლევდათ, ნელ-ნელა განვითარებულიყვნენ, უფრო მეტად დაეხვეწათ ტექნიკა და წინ წასულიყვნენ. მხოლოდ კარგი ღონისძებები და ჰედლაინერი არტისტების ჩამოყვანა არ არის კულტურული განვითარებისთვის საკმარისი, თუ ახალი არტისტები არ წამოვიდნენ და პროგრესი არ განიცადა მუსიკამ. აი, ზუსტად ამ მტკივნეულ წერტილს შევეხე ამ ახალი პროექტით, რის შემდეგაც თითქმის ყველა ვენიუმ დაიწყო ახალი DJ-ების სცენაზე დაყენება.

M: ამ ეტაპისთვის რამდენი არტისტია გაერთიანებული სააგენტოში ?
მინდა, კონკრეტულად ვახსენო ვენიუები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს და დაეხმარნენ არტისტების განვითარებას:

Art-Cafe Home / Tivi / Blow Bar / Birdy / Café-Gallery  / Kimonoa Eco Village / Hubble / Lisi Lounge / White Rabbit

ამ ეტაპზე ბუქინგში არის 7 არტისტი:

Kordz  / Trotsky / Machaidze / Digital Groove Affair / Beridze / Triveuve / Kukulski

M: Cantsleep გეოგრაფიულად მხოლოდ საქართველოზე ორიენტირებული პროექტია, თუ გეგმავთ სხვა ქვეყნებშიც გასვლას?ჯერჯერობით ორიენტირებულები ვართ საქართველოზე, თუმცა საზღვარგარეთაც  გვქონია რამდენიმეჯერ ბუქინგი.

M: ძირითადად, რა პრობლემებს აწყდებით, როგორც არტისტებთან, ასევე ვენიუებთან კომუნიკაციის დროს? რამდენად მიეჩვივნენ თავად კლუბებისა თუ ბარების წარმომადგენლები იმ ფაქტს, რომ თავად DJ-სთან კონტაქტი აღარ უწევთ ბუქინგის პროცესში?
პრობლემები, როგორც ყველას, Сantsleep-საც ბევრი შეხვდა, როგორც არტისტების, ასევე კლუბების მხრიდან. სიახლის მიღება და მისი მნიშვნელობის გაცნობიერება ყველასთვის მარტივი არ არის, თუმცა, მთავარია, რომ არტისტები, რომლებიც დღეს დარჩნენ, ხედავენ ამ ყველაფრის მნიშვნელობას და ერთად ვაშენებთ Cantsleep-ს. კლუბებსა და მენეჯერებსაც უჭირთ თავიდან სააგენტოსთან დაკონტაქტება და ჰგონიათ, რომ რადგან არტისტს იცნობენ, პირდაპირ მასთან კონტაქტი ურჩევნიათ, თუმცა, ნელ-ნელა სააგენტოსთან კონტაქტსაც ეჩვევიან, რადგან თავად მუსიკოსისთვისაც ასე უფრო კომფორტულია და მთელ მსოფლიოში მიღებული ფორმაა.

M: არსებობენ მოთხოვნადი და ნაკლებად მოთხოვნადი არტისტები. რამდენად ცდილობთ ამ პროცესების დაბალანსებას ? სელექტორების წინ წამოწევისთვის რა აქტივობებს გეგმავთ?
ჩვენი პროექტია პირველი ქართული ბუქინგ სააგენტო, რომელიც დაეხმარება „ნიუქამერებს“ განვითარებაში, ხოლო უკვე ჩამოყალიბებულ არტისტებს კი დამკვეთთან ურთიერთობის მოგვარებასა და სრულფასოვანი პირობების მიღებაში. ვგეგმავთ და უკვე რამდენიმეჯერ გვქონდა ჩვენი საკუთარი სააგენტოს ღონისძიება, “Showcase-ები“ სხვადასხვა ვენიუზე, სადაც ხალხს შეუძლია ჩვენი არტისტების მოსმენა და შეფასება. ასევე, ვაკეთებთ პროექტს სახელით “Cantsleep events“, სადაც უმეტესობა არიან ჩვენი წარმომადგენლები და ასევე, უცხოელებიც, რაც მეტად ეხმარება ქართველებს წინსვლაში. ასევე, ვაპირებთ  ლეიბლის ჩამოყალიბებას ძალიან მალე, სადაც ჩაიწერება ქართველი მუსიკოსების „თრექები“ და გაიყიდება მთელ მსოფლიოში. ვგეგმავთ კიდევ ერთ ძალიან მაგარ პროექტს, სახელად About, რომელსაც სექტემბერში დავაანონსებთ.

M: დაუტოვე #თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის


„როგორ დავიჭიროთ ოქროს თევზი?!“ – სემინარი AD Black Sea 2017-ის ფარგლებში

AD Black Sea 2017-ის Film Craft, Branded Content & Visual Storytelling კატეგორიების ჟიურის წევრები ცნობილია!