in

მომხმარებლები Canva-ში მუშაობას ChatGPT-სთან ერთად შეძლებენ

veon
veon

თუ გრაფიკული დიზაინი თქვენი ძლიერი მხარე არ არის და ბევრად უკეთ მითითებების გაცემა გამოგდით, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს — OpenAI Canva-სთან გაერთიანდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ChatGPT თქვენი ბრძანებების მიხედვით ვიზუალებს გააცოცხლებს, თანაც საკმაოდ სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. 

მართალია, ცალ-ცალკე ორივე გვიმარტივებს სამუშაო პროცესს, მაგრამ ახლა უკვე ორივე ერთად გასაოცარ შედეგებს გვპირდება. Canva-ს ChatGPT პლაგინით მომხმარებლებს შეუძლიათ, ბოტი ლოგოების, პოსტერების, სოციალური მედია პოსტების, პრეზენტაციების, ვიდეოების, ვებგვერდებისა და დოკუმენტების ნიმუშების შექმნაში დაიხმარონ.

თუმცა ეს სიახლე მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი, რომლებიც ChatGPT Plus-ის ყოველთვიურ გამოწერაში 20 დოლარს იხდიან. ამის ერთ-ერთ მიზეზად ის ითვლება, რომ იგი OpenAI-ის ყველაზე განვითარებულ GPT-4 მოდელთან ერთად მუშაობს… და თუ თქვენ Plus-ის მომხმარებელი ხართ, ჩატის ეკრანის ზედა ნაწილში GPT-4-ის გადართვისას შეგიძლიათ, კანვას პლაგინი დააინსტალიროთ, შემდეგ კი Plugin Store-ს ესტუმროთ და Canva მოძებნოთ.

სწორედ ამის შემდგომ შეძლებთ, ბოტს თქვენთვის სასურველი ვიზუალები შეაქმნევინოთ, მაგალითად უთხრათ: „სამოდელო კომპანიის ბრენდ მენეჯერი ვარ, შექმენი ინსტაგრამ სთორი“. მიღებულ ნიმუშებს თან ლინკებიც ახლავს, რომელზე გადასვლითაც მომხმარებლები Canva-ში მის რედაქტირებასაც შეძლებენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად დაგვეხმარება ხელოვნური ინტელექტი მიმზიდველი კონტენტის შექმნაში? 

სარეკლამო სააგენტომ ალცჰაიმერის მქონე ადამიანებისთვის AI მოდელი შექმნა

საიმედოობა, როგორც ყველა გუნდის საყრდენი ძალა