in

Canva-ს სწავლაზე ორიენტირებული AI ფუნქციები ემატება

veon
veon

Canva განათლების სფეროშიც ფართოვდება და ამასთან დაკავშირებით Classroom Magic შეიმუშავა — ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხელსაწყოების კომპლექტი. ეს უკანასკნელი მასწავლებლებსა და სტუდენტებზეა მორგებული, რათა ორივე მხარისთვის გამარტივდეს გაკვეთილის დაგეგმვა, შესაბამისი კონტენტის შექმნა თუ სხვა.

ვინაიდან კომპანია კარგად აცნობიერებს AI-ს როლს, მთავარ ძალად სწორედ ის გამოიყენა, თუმცა მსოფლიოს წამყვან მასწავლებლებთან და ლიდერებთან თანამშრომლობაც არ დაივიწყა. ასე შეიქმნა ხელოვნური მოდელი, რომელიც მაღალი დონის შესაძლებლობებით და სწორი ინფორმაციებითაა აღჭურვილი.

Classroom Magic მოიცავს სხვადასხვა ინსტრუმენტებს — მათ შორისაა Magic Write, რომელიც სტუდენტებს თავდაპირველი მონახაზების შედგენასა და რთული იდეების საბოლოო სახით წარმოდგენაში ეხმარება. ამ ფუნქციით სარგებლობა მასწავლებლებსაც შეუძლიათ, რათა შეადგინონ გაკვეთილის გეგმები და შემაჯამებელი გამოცდის თემები. ხოლო Magic Grab Images სურათებსა და დიზაინებს სხვადასხვა სტილში აგენერირებს. Magic Animate კი გაკვეთილებს ავტომატურ ანიმაციებს ამატებს.

მეორეს მხრივ, Magic Switch და Magic Grab Text იმისთვის შეიქმნა, რომ საკლასო აქტივობები ციფრულ სივრცეში მარტივად გადავიდეს — მაგალითად, დაფაზე წერის შესაძლებლობა და ტექსტის დოკუმენტად ქცევა. ასევე, ინსტრუმენტთა ნაკრები მრავალენოვანი თარგმანის მხარდაჭერასაც მოიცავს.

რობოძაღლი Spot ალაპარაკდა!

Foris Development – „გვსურს, ჩვენი პროექტებით ვიყოთ ქალაქის ურბანული განვითარების საამაყო ნაწილი“