in

Canva-ში სიახლეებია — დიზაინი, AI და მარკეტინგი ერთ სივრცეში ერთიანდება

Lenovo
Lenovo

Canva-მ Creative Operating System წარადგინა — მისი ვიზუალური პლატფორმის ფართომასშტაბიანი რეპრეზენტაცია, რომელიც დიზაინს, ხელოვნურ ინტელექტსა და მარკეტინგს ერთ სამუშაო პროცესში აერთიანებს. ახალი სისტემა ათწლეულების ექსპერიმენტების შედეგად დაიბადა, განახლებული და გაუმჯობესებული Visual Suite-ისგან, AI დიზაინისა და მარკეტინგული ხელსაწყოებისგან შედგება, რათა ბრენდს კონცეფციიდან კამპანიაზე გადასვლაში დაეხმაროს. ამგვარად კი, კომპანიის ყველაზე ამბიციურ ტრანსფორმაციას წარმოადგენს.

AI, რომელიც იაზრებს კარგ დიზაინს

Canva Design Model ხელოვნური ინტელექტის ძრავაა. როგორც აღწერენ, პირველი მათ შორის, რომელსაც თქვენ მიერ ჩაფიქრებული დიზაინის გააზრება შეუძლია განლაგების, ვიზუალური ბალანსისა და კონტექსტური მითითებების გაგებით. მართალია, მიზანი შემოქმედებითი მუშაობის აჩქარება და მეტად დაკავშირებულ პროცესად ქცევაა, მაგრამ კომპანიას ასევე სურს, იმ სივრცედ ჩამოყალიბდეს, სადაც ადამიანის წარმოსახვები ფრთებს ისხამს. 

ახლა AI ყველგან შეგხვდებათ, იქნება ეს ახალი ვიზუალების, ტექსტურებისა თუ ვიდეოების ტექსტებით გენერირება, რა დროსაც ფერებისა და ჩარჩოს თანმიმდევრულობაზე თავად ხელოვნური ინტელექტი იზრუნებს. @Canva-ს სახელითვე ცნობილი ასისტენტი კი AI პარტნიორის როლს ირგებს, უკუკავშირს ითხოვს, ავტომატურად ასწორებს უზუსტობებს და ამატებს ბრენდის შრიფტებს, ტონსა თუ პალიტრას ისე, რომ სამუშაო პროცესი არ შეაფერხოს. 

Video 2.0

რედაქტირების ინტუიციურ პროცესად ქცევას ისახავს მიზნად. კრეატორებს შეეძლებათ კადრების მოჭრა, სინქრონიზაცია თუ სხვა რამ, როცა AI ავტომატურად იზრუნებს გადასვლებზე, ტექსტების დამატებასა თუ ეფექტებზე. უშუალოდ Magic Video-ს ფუნქცია კი ერთი მოთხოვნიდან რედაქტირებულ თანმიმდევრობებს წარმოქმნის, როცა შაბლონების განახლებული ბიბლიოთეკა სოციალურ ტენდენციებსა და ფორმატებს ასახავს.

Email Design

მარკეტერებისა და კრეატორებისთვის ელ.წერილების დიზაინიც კანვას სამყაროში შემოდის. გუნდებს შეუძლიათ ანონსები და კამპანიები კოდირების გარეშე შექმნან, შემდგომ კი HTML-დ გადმოტვირთონ ნებისმიერი ელ.ფოსტის პლატფორმისთვის. 

Forms

ეს კი უკვე ინტერაქტიული ელემენტების ჩართვას გვთავაზობს პირდაპირ ჩვენს დიზაინში, იქნება ეს RSVP თუ საკონტაქტო ფორმები. წარდგენილი დოკუმენტაცია კი ავტომატურად განთავსდება Canva Sheets-ში, რითაც მონაცემებსა და დიზაინს ერთ სამუშაო სივრცეში მოაქცევს. 

Canva Code meets Sheets

ლაივ მონაცემებს ისეთ ვიჯეტებს დაუკავშირებს, როგორებიცაა დეშბორდები და კალკულატორები. ხოლო, როცა მონაცემები შეიცვლება, ვიზუალებიც მყისიერად განახლდება. ასე კი აღნიშნული იდეალური ვარიანტი ხდება რეპორტების შესაქმნელად, სასწავლო ხელსაწყოებისა თუ ლაივ ინფოგრაფიკებისთვის. 

Brand management

გარდა დიზაინისა, კანვა ყოვლისმომცველ მარკეტინგულ პლატფორმად პოზიციონირდება. ახალი Canva Grow ინსტრუმენტი აერთიანებს იდეების გენერირებას, შექმნას, გამოქვეყნებას და ანალიტიკას ერთ უწყვეტ პროცესში. მომხმარებლებს შეუძლიათ, შექმნან კამპანია, გამოაქვეყნონ ის პირდაპირ Meta-ზე ან სხვა ქსელებში, შემდეგ კი გაზომონ ჩართულობა პლატფორმის დატოვების გარეშე.

Brand System

აქ ლოგოები, ფონტები თუ ფერთა პალიტრა ავტომატურად ემატება ნებისმიერ აქტივს. ეს ხელსაწყოები Canva Business-ის ქვეშ გვხვდება, რომელიც, თავის მხრივ, იმისთვისაა შექმნილი, რომ პატარა გუნდებს უკეთეს ანალიტიკაში დაეხმაროს და წვდომაც მისცეს იმგვარ AI ასისტენტზე, რომელიც მეწარმის დონის არ გახლავთ. 

All-new Affinity

კანვას სიახლეებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება Affinity-ის ეხებოდა, პროფესიონალური დიზაინის კომპლექტს, რომელიც წელს შეიძინეს და კანვაშიც უკვე უფასოდ შემოგვთავაზეს.

ამ პროცესებს კი თავად კანვას CEO მელანი პერკინსი ინფორმაციული ეპოქიდან წარმოსახვითი ეპოქისკენ გადასვლას უწოდებს, სადაც შემოქმედებითობა ახალ ვალუტად ყალიბდება… ბრენდს უკვე 260 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი ჰყავს, მსგავსი განახლებებით კი პლატფორმა უზრუნველყოფს, რომ მათ კონკურენტული გამოცდილება შესთავაზოს. 

დღესასწაულებზე თქვენც მშობლებთან და ძველ მეგობრებთან ბრუნდებით? — სწორედ ამაზეა Facebook-ის უახლესი კამპანია

რა ხდება, როცა ორი კულტურა ერთ ეტიკეტში ერთიანდება — Casillero del Diablo-ს ბრენდინგი