in ,

Canva-ს Magic Write — ფუნქცია, რომელიც წერაში გვეხმარება

როგორც ჩანს, გუგლსა და მაიკროსოფტს დიდი კონკურენტი გამოუჩნდა — საუბარია Canva Docs-ზე. ეს უკანასკნელი ვიზუალურ მიდგომას იყენებს, ლეგოს მსგავსი კომპონენტებით, რომელთა პერსონალიზებაც სწრაფად შეიძლება. თანაც, ჩვეულებრივი ტექსტის დამუშავების ხელსაწყოების სიმშრალის ნაცვლად, Canva Docs დიდწილად ეყრდნობა გრაფიკულ სათაურებს, რომლებიც დოკუმენტს ძალიან მკაფიო სტრუქტურას აძლევს.

თუმცა მის მთავარ ფუნქციას Magic Write წარმოადგენს. თუ ოდესმე გამოგიყენებიათ GPT3 ან ახალი ხელოვნური ინტელექტი ChatGPT ტექსტის გენერირებისთვის, თქვენ იცით, როგორ მუშაობს სისტემა: წერთ იმას, რისი მიღებაც გსურთ, აჭერთ Enter-ს და ბრძანების შესაბამისი თანმიმდევრული ტექსტი იქმნება.

Magic Write-იც GPT3-ზეა დაფუძნებული და Canva-სა და OpenAI-ს პარტნიორობის შედეგია. „ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პარტნიორობა გვსურდა, მათი საოცარი ტექნოლოგიები და მოდელებია, რომლებიც მანქანურ სწავლებას ხელმძღვანელობენ“, — ამბობს კამერონ ადამსი, კანვას თანადამფუძნებელი.

მწერლის ბლოკი

ეს ის ნაწილია, სადაც Canva Docs რადიკალურად განსხვავდება GPT3-ისა და ChatGPT-ის უახლესი ვერსიისგან — სისტემებისგან, რომლებმაც მთელ მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის შიში გამოიწვია. ახლა კი უფრო ზუსტად ავხსნათ: როდესაც კანვაში რაიმე მოთხოვნას წერთ, ის სრულად არ დაგიწერთ ნაშრომს კლიმატის ცვლილებაზე ან წიგნს თუ სატელევიზიო შოუს სცენარს. ამის ნაცვლად, Magic Write აუმჯობესებს თავდაპირველ იდეებს ან პროექტებს სოციალური მედიის პოსტებისთვის, პრესრელიზებისთვის, ბიზნეს გეგმებისთვის, მომხმარებელთა დახმარების პასუხებისთვის, პროდუქტის აღწერილობებისა და წინადადებებისთვის.

ამავდროულად, 1500 სიმბოლოს ლიმიტით, Magic Write მოკლე მინიშნებებს აწვდის მომხმარებლებს, როგორიცაა „5 ყველაზე გემრიელი ბლინი ოდესმე“ ან „5 ფაქტი კლიმატის ცვლილების შესახებ“. ხელოვნური ინტელექტი ასევე განკუთვნილია პრაქტიკული მიზნებისთვის — მაგალითად, „დამიწერეთ სამოტივაციო წერილი სამსახურისთვის, რათა ნასას ასტრონავტის პოზიციაზე განვაცხადო“.

P.S. ალბათ, არც ისე შორეული მომავლის წარმოდგენა ძნელი არ არის — მომავლის, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ბევრად მეტს გააკეთებს ჩვენთვის. და, შესაძლოა, მწერლები და დიზაინერები მხოლოდ რედაქტორები და კურატორები გახდნენ…

თუ თანამშრომლების შენარჩუნება გსურთ, მენეჯერებზე უნდა იზრუნოთ

უარყოფიდან წარმატებამდე – „ქარუს“ გზა