in

Canva-ს ისტორია, რომელიც სტუდენტური ენთუზიაზმით დაიწყო და ახლა მილიარდ დოლარად ფასდება

დადგენილია, რომ როდესაც ადამიანები ინფორმაციას ისმენენ, მათ ჩვეულებრივ მხოლოდ 10% ახსოვთ იქიდან, რაც მოისმინეს. ბოლოდროინდელმა კვლევებმა ისიც დაადგინა, რომ თუ მიღებული ინფორმაცია დაწყვილებულია შესაბამის ვიზუალთან – იქნება ეს ვიდეოს სახით ან თუნდაც სტატიკური ვიზუალური კონტენტის სახით, ადამიანს ამ ინფორმაციის 65% ამახსოვრდება. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმა, Canva, ამ სტატისტიკას ეფუძნება და ჩვენი სათქმელის ვიზუალურ გალამაზებაში გვეხმარება.

istoriebi
istoriebi

Canva-ს შესახებ

Canva არის გრაფიკული დიზაინის პლატფორმა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვიზუალური შინაარსის შესაქმნელად, როგორიცაა სოციალური მედიის გრაფიკა, პრეზენტაციები, პლაკატები და სხვა. ის მოიცავს შაბლონებს, რომლებიც აადვილებს თქვენთვის საჭირო კონტენტის შექმნას.

Canva-ს შექმნის ისტორია

იდეა, სახელად Canva, 2012 წლის იანვარში ავსტრალიაში იღებს სათავეს. იდეა კი ერთი შეხედვით ძალიან მარტივად ჟღერდა – „დიზაინი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია”. სტარტაპს 3 თანადამფუძნებელი ჰყავდა. მათგან ორი, პერკინსი და ობრეხტი ჯერ კიდევ კოლეჯში ეხმარებოდნენ სხვა სტუდენტებს დიზაინის პროგრამების სწავლაში. მათ დაადგინეს, რომ ზოგიერთი პლატფორმის შემოთავაზებული პროგრამები, როგორებიცაა Microsoft და Adobe, ბევრისთვის საკმაოდ რთული იყო შესასწავლად და დროის დიდ რესურსსაც მოითხოვდა, ამიტომ უნდა არსებულიყო უკეთესი გზა, მაგრამ როცა ვერ იპოვეს, გადაწყვიტეს თავად შეექმნათ ეს „უკეთესი გზა“.

დუეტმა ყოველწლიური სასკოლო გამოცემის ონლაინ დიზაინის ბიზნესი წამოიწყო, რომელსაც მაშინ ეწოდებოდა Fusion Books. მათ დაუყოვნებლივ შექმნეს ვებსაიტი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ითანამშრომლონ და შექმნან მათი პროფილის გვერდები, სტატიები და სხვა კონტენტი. 

ბიზნესის წინსვლა

მეგობრების მიერ წამოწყებული ბიზნესი საკმაოდ წარმატებული გამოდგა, რამაც მათ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგა. 2010 წელს პერკინსი შეხვდა ინვესტორს სილიკონის ველიდან, რომელმაც დაინახა იდეის პოტენციალი. ამ ინვესტორმა მას რამდენიმე კონტაქტი გააცნო, რა დროსაც მათ დაიწყეს იდეის კიდევ უფრო განვითარება. რამდენიმე ტექნოლოგიური მრჩევლის დახმარებით და მათი პირველი დაფინანსების შემდეგ Canva, როგორც უფრო დიდი და ოფიციალური ბიზნესი დაიბადა.

გამოშვებიდან პირველივე წელს Canva-ს ჰყავდა 750000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი. 2016/2017 წლისთვის კომპანიის შემოსავალი დაახლოებით 23.5 მილიონ დოლარს შეადგენდა. სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ კი 40 მილიონ დოლარზე მეტი მოიზიდა სხვადასხვა საინვესტიციო ფირმებიდან და უკვე 1 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

დიდ ამბად ქცეული პატარა ისტორია

Canva-ს ამბავი ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი კომპანიის ისტორია, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეიქმნა. სტუდენტური ბიზნესით დაწყებული სერვისი მილიარდ დოლარად შეფასებულ ბიზნესად იქცა, თანაც სულ რამდენიმე წელიწადში. ინოვაცია, პრაქტიკულობა, მოთხოვნის გააზრება და სწორ დროს სწორი გადაწყვეტილების მიღება – ეს არის ის ძირითადი მიზეზები, რამაც Canva არა უბრალოდ დიზაინის პლატფორმად, არამედ მსოფლიო ბრენდად აქცია. Canva-ს წარმატების ისტორია დასტურია იმისა, რომ ინოვაციები შეიძლება გარკვეული შესაძლებლობებიდან წარმოიშვას. დაინახეს რა დიზაინის პროგრამული უზრუნველყოფის აუცილებლობა, რომელიც მოერგება მათ, ვისაც არ გააჩნია გრაფიკული დიზაინის უნარები, თანადამფუძნებლებმა მელანი პერკინსმა, კლიფ ობრეხტმა და კამერონ ადამსმა იპოვეს გზა ამ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. დღეს Canva ამაყობს ყოველთვიური მომხმარებლებით 130 მილიონამდე და კომპანიის შეფასებით, რომელიც 6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

აი, როგორია „ჩართვა-გამორთვის“ ღილაკის რეალური სიმბოლიკა

ახალი რეკლამა კიბოსთან ბრძოლის გამოწვევებზე გვიყვება