in

Canva-მ ვიზუალური სამუშაოს შესაქმნელი კომპლექტი წარადინა

მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტიულობის ინსტრუმენტები, როგორიცაა Zoom და Slack, ჰიბრიდული მუშაობის პერიოდში წინა პლანზე რჩება, კიდევ ბევრი პლატფორმა მუშაობს აქტიურ რეჟიმში. ეს არის ადვილად გამოსაყენებელი გრაფიკული შექმნისა და რედაქტირების პროგრამები, რომლებიც დასაქმებულებს ონლაინ ბანერებისა და პლაკატების სწრაფად შექმნაში ეხმარება.

შეიძლება ითქვას, მსგავსი აპლიკაციებისთვის ამაზე დატვირთული პერიოდი ჯერ არ ყოფილა… ამიტომაცაა, რომ Canva-მ კიდევ ერთი საინტერესო პაკეტი დაამატა. კომპანია ხაზს უსვამს, რომ ის არ ცდილობს იყოს მეორე Google Workspace. ამის ნაცვლად, ის მთლიანად ეყრდნობა თავის გრაფიკულ დიზაინს, რათა შექმნას ერთჯერადი „ვიზუალური სამუშაო კომპლექტი“, სადაც გუნდებს შეუძლიათ, შეიკრიბონ და მთელი ვიზუალური კომუნიკაცია გამოიყენონ.

პაკეტი Visual Worksuite მიმდინარე კვირის Canva Create ღონისძიებაზე გამოქვეყნდა. ეს არის ახალი ვიზუალური სამუშაო კომპლექტების „ოჯახი“ — მათ შორისაა Docs, Whiteboards, Presentations, Social, Video, Print და ვებგვერდები. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი, კლიფ ობრეხტი, აღნიშნავს, პლატფორმა ყოფით ტექსტურ დოკუმენტებს მეტ სიცოცხლეს სძენს და ყველაფერს უფრო საინტერესოდ გარდაქმნის.

Canva Docs, რომელიც ამჟამად ბეტა ტესტირებაშია, იწვევს მომხმარებლებს, შექმნან „ვიზუალურად მიმზიდველი დოკუმენტები“ 100 მილიონზე მეტი ილუსტრაციით, ვიდეოებით, GIF-ებით, ფოტოებით და სხვა მასიური ბიბლიოთეკით. თანაც, ის ნებისმიერი მოწყობილობის ეკრანს შეესაბამება — იქნება ეს ლეპტოპი, პლანშეტი თუ სმარტფონი.

აღსანიშნავია, რომ Visual Worksuite-ს პროექტები შეიძლება ადაპტირებული იყოს დოკუმენტის სხვადასხვა ვერსიის შექმნაზე. მაგალითად, ტექსტური ფაილები გადაკეთდება პრეზენტაციებად ან ვებგვერდებად. ეს კი მნიშვნელოვნად გაამარტივებს კონტენტის შექმნის პროცესს და, ამავდროულად, საკომუნიკაციო მასალების თანმიმდევრულობას უზრუნველყოფს.

Visual Worksuite-ის გამოცხადებით, Canva-მა ასევე ოფიციალურად გამოუშვა Whiteboards-ის საჯარო აპლიკაცია. ინსტრუმენტი თანამშრომლებს აძლევს “უსასრულო ტილოს”, რომელზეც სესიების დროს იდეების ჩამოწერა/დახატვაა შესაძლებელი.

მეცნიერები ტატუს გაკეთების უმტკივნეულო გზას გვთავაზობენ

ჯეიმს ვების ტელესკოპი ორიონის ნისლეულის გულში გვახედებს