26 მილიარდ დოლარად შეფასებულმა Canva-მ, გენერაციული AI შინაარსისა და კვლევის სტარტაპი — Leonardo.ai — შეისყიდა. ამ სტრატეგიული ნაბიჯით Canva-ს სურს გააძლიეროს AI ტექნოლოგიური მიმართულება, რაც მიუთითებს კომპანიის ახალ საფეხურზე გადასვლასა და ვიზუალური ხელოვნური ინტელექტის სფეროში ლიდერობის მოპოვების სურვილს.
გარიგების ფინანსური დეტალები უცნობია. Leonardo.ai-ის ყველა თანამშრომელი, მათ შორის აღმასრულებელი გუნდი, Canva-ს შეუერთდება.
2022 წელს დაარსებულმა Leonardo.ai-მ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 18 თვეში მილიარდზე მეტი სურათი შექმნა. ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სტარტაპის პროდუქტებს 19 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს.
Canva-ს მიერ Leonardo.ai-ს შეძენა, რასაც ინდუსტრია განიხილავს, როგორც Adobe’s Firefly-ის გამოწვევას, არ არის მხოლოდ მომხმარებლის ბაზის ან პროდუქტის მრავალფეროვნების გაზრდა. ეს ასევე ეხება ფუნდამენტური მოდელის კვლევასა და განვითარებაში ინვესტირებას. ეს შენაძენი Canva-ს საშუალებას მისცემს გააერთიანოს Leonardo-ს წამყვანი ტექნოლოგია და მათი Phoenix-ის ძირითადი მოდელი Canva-ს Magic Studio-ს პროდუქციის არსებულ კომპლექტში.
Leonardo.ai-მდე, Canva-მ 8 კომპანია შეისყიდა: Affinity, Flourish, Kaleido, Smartmockups, Pexels, Pixabay და Zeetings.