in

Canva-მ ბრენდი საკუთარი ხელსაწყოებით განაახლა

არც ისე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც Canva-მ ბოლო ათწლეულში პლატფორმის ყველაზე დიდი განახლება შემოგვთავაზა, ახლა კი კიდევ ერთ ვიზუალურ განახლებას სთავაზობს მომხმარებლებს… წლების მანძილზე Canva ინდივიდების დამხმარე ხელსაწყო იყო დიზიანის პროექტებში. ახლა კი მზერა მცირე და დიდი ბიზნესებისკენ მიაპყრო. თანაც მკაფიო, მიმზიდველი ვიზუალური კომუნიკაციებისადმი მოთხოვნა მზარდია…

BOG
BOG

Canva-სთვის დამახასიათებელი გრადიენტული გადასვლიდან ხელით შექმნილ ლოგომდე თუ შრიფტამდე, მათი ბრენდის იდენტობა მკაცრადაა განსაზღვრული. თუმცა ამ განახლების მიზანი არსებული ელემენტების მეტად გამარტივება და გაუმჯობესება იყო, ასე უფრო შესამჩნევიც გახდება და მეტ სივრცესაც დატოვებს მრავალფეროვანი ვიზუალური კონტენტისთვის.

დიზაინი უბრალოდ ესთეტიკას არ ეხება, მოწყობილობაა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მიზნების მიღწევის საშუალებას აძლევს. სწორედ ეს იდეა გახდა ბრენდის განახლებისთვის წამყვანი, — აცხადებს ქეთ ვან დერ ვერფი, Canva-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

შედეგად, გრადიენტები კი რჩება, მაგრამ სხვა ყველაფერი მეტად მოქნილი, ადამიანური და ხელმისაწვდომი ხდება. ფერთა სქემაც გამარტივებულია, შრიფტებიც უფრო მარტივად წაკითხვადი გახდა, UI ელემენტები კი მეტად ხელმისაწვდომი. უფრო მხიარული ხმის ტონიც აქვთ. ახალ ხელსაწყოებსა და რესურსებსაც გვთავაზობს, რათა ბიზნესებს ბრენდის განახლებაში დაეხმაროს, იქნება ეს შაბლონები, AI წერის ასისტენტები თუ საერთო ჰაბი ბრენდის ყველა აქტივისთვის.

ისიც იციან, რომ შემოქმედებითობა ყველა ქვეყნისთვის განსხვავებულია, ამიტომ განახლებული ბრენდის სისტემა ისეა შექმნილი, რომ ჰიპერლოკალიზებული და კულტურულად რელევანტური იყოს, ფართო საზოგადოებებთან დაამყაროს კავშირი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ მიზნით სარეკლამო სააგენტოებთან Vucko-სა და Buck-თან გაერთიანდნენ — ერთი მას იმის გაგებაში დაეხმარა, თუ როგორ შეეტანა ბრენდის ვიზუალურ იდენტობაში მეტი ადამიანური კავშირი და პერსონალობა, მეორემ კი ემოჯის სტილი შექმნა მათთვის, რომელიც ინსპირაციას, რაღა თქმა უნდა, Canva-ს გრადიენტებიდან, განახლებული ფერთა პალიტრიდან და ფერადი სულისკვეთებიდან იღებს. 

ამ განახლებისთვის კანვამ საკუთარი ინსტრუმენტები გამოიყენა და იგი ხელმისაწვდომი 40 ქვეყნისთვის გახადა: იდეიდან დანერგვამდე, დედლაინებიდან შაბლონებამდე, პროცესის ყველა ეტაპზე ჩვენი ხელსაწყოები გამოვიყენეთ. ასე კი ვაჩვენეთ, როგორ შეუძლია ორგანიზაციებს გლობალურ ბრენდად ქცევა Canva-ს დახმარებით.

„შეცვალე შენი ზაფხული“ – ლიბერთის ახალი კამპანია

გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლის ისტორია – ჩემპიონები და მომავალი ჩემპიონები