in

Canva-ს ChatGPT-სთან დაკავშირებით, თქვენს ბრენდზე მორგებულ დიზაინს შექმნით

AI-ს შეუძლია დაგიწეროს პრეზენტაზიაზე სათქმელი სიტყვა ან შექმნას ვიზუალები, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მისი პრობლემა ის იყო, რომ უჭირდა ბრენდბუქის ზუსტად დაცვა. ცნობილი ტექპლატფორმა Canva ცდილობს ამ პრობლემის გადაჭრას – ის თავის Brand Kit-ს პირდაპირ ChatGPT-ს უკავშირებს, რათა გენერირებული ვიზუალები თავიდანვე შეესაბამებოდეს გუნდის შრიფტებს, ფერებსა და ლოგოებს.

Canva-მ გააფართოვა ინტეგრაცია ChatGPT-თან, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ჩატის ინტერფეისშივე შექმნან რედაქტირებადი დიზაინები. Canva Brand Kit მოიცავს წინასწარ განსაზღვრულ შრიფტებს, ფერთა პალიტრებს, ლოგოებსა და განლაგების სტილებს, რომლებიც კონკრეტულ ორგანიზაციას ან კონტენტკრეატორს უკავშირდება. იმის ნაცვლად, რომ AI-ს მიერ შექმნილი უხეში ვიზუალები ჯერ გადმოწერონ და შემდეგ შეასწორონ, მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ, თავიდანვე მიიღონ ბრენდთან შესაბამისი გრაფიკა, უშუალოდ prompt-იდან დიზაინის შექმნის პროცესში.

ვიზუალური შედეგები ხშირად იყო AI-ზე დაფუძნებული სამუშაო პროცესების სუსტი მხარე: სწრაფ მონახაზებს მოჰყვებოდა დროის ხარჯვა სლაიდების, სოციალური მედიის პოსტებისა და პრეზენტაციების ხელახალ ფორმატირებაზე. ბრენდის კონტექსტის უშუალოდ გენერაციის ეტაპში ჩაშენებით, Canva დიზაინის სტანდარტებს სტატიკური დოკუმენტებიდან დინამიკურ კონტენტად აქცევს.

ეს ფუნქცია აძლიერებს Canva-ს აპის არსებობას წამყვან AI ასისტენტებში. ის უკვე მხარს უჭერს ბრენდზე ორიენტირებული დიზაინის გენერაციასა და ჩატის შიგნით რედაქტირებას. მომხმარებლებს შეუძლიათ ჩვეულებრივი ენით აღწერონ, რა სურთ და მიიღონ დიზაინები, რომლებიც თავიდანვე ასახავს მათ შენახულ ბრენდპარამეტრებს. შემდეგ ეს დიზაინები შეიძლება დამატებით დაკორექტირდეს საუბრის პროცესში, სანამ სრულად გაიხსნება Canva-ში საბოლოო დამუშავებისთვის.

Canva აცხადებს, რომ მისმა დიზაინის ინფრასტრუქტურამ უკვე უზრუნველყო 12 მილიონზე მეტი დიზაინის შექმნა ChatGPT-ში, Claude-ში და Microsoft Copilot-ში. 

ახალი შესაძლებლობების გამოსაყენებლად მომხმარებლებს სჭირდებათ Canva Brand Kit-ის გამართვა თავიანთ Canva ანგარიშში და შემდეგ Canva-ს დაკავშირება ChatGPT-თან. ამის შემდეგ prompt-ების მეშვეობით შესაძლებელია ბრენდთან შესაბამისი პრეზენტაციების, სოციალური მედიის გრაფიკისა და სხვა დიზაინების შექმნა, ჩატის შიგნით ხელმისაწვდომი წინასწარი ნახვის (preview) ფუნქციით.

შედეგად, მივიღებთ დიზაინის კიდევ ერთ ახალ ერას, სადაც უკვე საკუთარ ბრენდზე მორგებული AI-ვიზუალის შექმნაც აღარ იქნება პრობლემა.

ინსტრუქციას, თუ როგორ შეიძლება ChatGPT-სა და Canva-ს ერთმანეთთან დაკავშირება, იხილავთ აქ.

10 ქართველი ჯუდოკა მედლებისთვის ბრძოლაში – პარიზის გრანდ სლემი იწყება

„ფილიპ მორის საქართველო“ საუკეთესო დამსაქმებლად მეექვსედ დასახელდა