26
Dec
2018

[EXCLUSIVE] როგორ განაახლეს გრინჩის სახლი?

26 Dec 2018

Elit Electronics
Elit Electronics


საახალწლო განწყობის შესაქმნელად, Caparol-მა გრინჩის სახლის განახლება გადაწყვიტა. ეს ნახევარწუთიანი ანიმაცია თვით გრინჩსაც კი მალევე მოულბობდა გულს. კამპანიაზე კრეატიულმა სააგენტომ ABK იმუშავა.

 

 

გრინჩის სახლის გარემონტების გარდა, კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა ვიდეორგოლების სერია. ანიმაციებში მთავარ პერსონაჟებად სპილო გვევლინება და “კაპაროლის” კვლევით ცენტრზე, ორ სხვა პერსონაჟთან, ზიგფრიდსა და როისთან ერთად გვიყვება.

ABK: “კაპაროლის კვლევითი ცენტრის შექმნის იდეა ისევ და ისევ კაპაროლის ფასადის თერმოიზოლაციაზე ფიქრისას ჩაისახა. უკვე 3 წელია რაც ამ პროდიუქტისთვის სხვადასხვა სახის კამპანიებს ვაკეთებთ. ზოგადად, ABK-ს და “კაპაროლჯორჯიას” თანამშრომლობა 5 წელზე მეტს ითვლის და მისი სხვადასხვა პროდუქტისთვის (ინტერიერისა და ფასადის საღებავი, იატაკის ლაქი და ა.შ.) შექმნილი რგოლებითა თუ კამპანიებით არაერთი ჯილდო გვაქვს მოპოვებული.

პირველად, როცა ამ პროდუქტის კომუნიკაციაზე ვიმუშავეთ, მისი შექმნის პროცესზე მოვყევით. შემდეგ მის ერთ-ერთ მთავარ ბენეფიტზე – ენეროეფექტურობასა და ხარჯის შემცირებაზე გავაკეთეთ აქცენტი.

ამჯერად კი გადავინაცვლეთ ალტერნატიულ სამყაროში, სადაც მთხრობელი კაპაროლის მთავარი გმირი, სპილოა, ხოლო პერსონაჟები გერმანიიდან მოწვეული ექსპერტები, ზიგფრიდი და როი. ვიდეორგოლების სერიებში თერმოიზოლაციის გარდა ისინი კაპაროლის სხვა პროდუქტებზეც გვიყვებიან.”

 

 

 

 

განხილვა