in

„კაპაროლი“ ღონისძიება „homeis შეკრების“ პარტნიორია

29 სექტემბერს, ონლაინჟურნალი homeis.ge „ლისი დეველოპმენტთან” ერთად, მორიგ ღონისძიებას გამართავს. „homeis შეკრების“ პირველი ღონისძიება საქართველოში, ერთი წლის წინ, პირველად გაიმართა. დადებითმა გამოხმაურებამ homeis.ge-ის გუნდს უფრო მასშტაბური „შეკრების” ორგანიზება გადააწყვეტინა, სადაც მეტ სტუმარს შეეძლებოდა დასწრება. 29 სექტემბრის ღონისძიებაზე არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და დეველოპერული სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბებიან. ამჯერად, „homeis შეკრების“ მთავარი თემაა „ანაბეჭდი“, როგორც შემოქმედის ინდივიდუალური ხელწერის აღმნიშვნელი სიმბოლო არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში.

ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებს სპიკერების გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიებს. აუდიტორიის წინაშე წარდგებიან ისეთი სტუდიების წარმომადგენლები, როგორებიცაა Ricardo Bofill Taller de Arquitectura (RBTA), Architects of Invention, UN Studio, Architects.ge, MUA, Extendo, ენდიზაინი, r312 architects, Nakanimamasakhlisi და სხვა.

„homeis შეკრების“ პარტნიორია კომპანია „კაპაროლი“. ღონისძიების მხარდაჭერაზე „კაპაროლის“  მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელენე პაპიძე გვესაუბრა.

M: რატომაა მნიშვნელოვანი „homeis შეკრება“ საქართველოში არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროს განვითარებისთვის?

„homeis შეკრება“ ერთიანებს არქიტექტორებს, დიზაინერებს და ინდუსტრიის პროფესიონალებს. მათი ერთ სივრცეში თავმოყრა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება კი ძალიან  მნიშვნელოვან როლს ასრულებს არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროს განვითარებისთვის. წელს ბევრად დიდია დამსწრეთა რაოდენობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალი თაობისთვის ერთგვარი ინფორმაციის ჰაბი გახდა ეს შეკრება, როდესაც მათ საშუალება ეძლევათ მოისმინონ  ამ ადამიანების გამოცდილება,ხედვები და თუნდაც გადალახული სირთულეები. იმედი მაქვს წლიდან წლამდე კიდევ უფრო მასიური გახდება ეს ღონისძიება და ბევრ საინტერესო თემატიკაზე ისაუბრებენ დარგის პროფესიონალები. მოსასმენი და გასაზიარებელი კი ძალიან ბევრია.

M: რატომაა კაპაროლისთვის მნიშვნელოვანი და ღირებული ასეთი ღონისძიების პარტნიორობა?

კაპაროლისთვის მთავარი ღერძი პარტნიორები არიან. ჩვენ მუდამ ვქმნით ახალ პროდუქტებსა და გადაწყვეტებს მათთვის, ვისაც სურს შექმნას უკეთესი საცხოვრებელი გარემო. არქიტექტორები და დიზაინერები დღესდღეისობით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უფრო მდგრადი გარემოს შექმნაში, კაპაროლი კი  მათ იდეებს ხორცს ასხამს. გამოწვევები და სიახლისკენ სწრაფვა ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალააა. შესაბამისად, ღონისძიება, რომელიც ამ ყველა იდეას აერთიანებს, ჩვენთვის ღირებულია.

M: წლევანდელი მთავარი თემაა „ანაბეჭდი“. რა მოლოდინი გაქვთ გაქვთ ღონისძიებასთან დაკავშირებით?

„კაპაროლი“ უკვე  129 წელია თავის კვალს/ანაბეჭდს  ტოვებს ინდუსტრიის განვითარებაში, ინდივიდუალიზმი და უნიკალურობა კი ყოველთვის ერთგვარი რაღაც ახლის საწყისია როგორც ხელოვნებაში, ასევე ბიზნესსა თუ სხვა ნებისმიერ სფეროში. წლევანდელი ღონისძიების სპიკერებს კი დარწმუნებული ვარ ბევრი აქვთ გასაზიარებელი, თუ როგორ დატოვეს საკუთარი ანაბეჭდი ინდუსტრიაში, რომელიც ყოველთვის დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული.

ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში, ხოლო ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე 19  სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.

ღონისძიების წარმდგენია ლისი დეველოპმენტი.

პარტნიორები: Render Group, JYSK,   ცელსიუსი,  კაპაროლი,   გაბილდი,   veli.store,   ss.ge,  ზიკერ საქართველო.

მხარდამჭერები:MieleTONრივერსაიდიMA Architectsელიტ ელექტრონიქსიIPSლაზიერი,  Next Building Technologies, Office Technologies,  TBC Concept, ალდაგი,  Archtrade, BUILDY.

SOPO-ს ალბომი “Game Over” 22 სექტემბერს გამოვა

„გაუგზავნე რეზიუმე პიცასთან ერთად“ — Pizza Hut-ის კამპანია უმუშევართა დასახმარებლად