შესაძლოა, ტიკტოკზე CapCut დომინირებდეს, მაგრამ უკვე მომხმარებლებიც დაღალა რეკლამებმა და გადახდებმა… OpenCut კი შესანიშნავ ალტერნატივას გვთავაზობს, ვალდებულებების გარეშე — ღია კოდითაა წარმოდგენილი, კონფიდენციალურობასაც პატივს სცემს და არც სიმბოლოებით ტვირთავს ვიდეოს. შესაძლოა, მის უკან ტექნოლოგიური გიგანტი არ იდგეს, მაგრამ აშკარად აქვს ის, რაც CapCut-ს არ გააჩნია, იქნება ეს მკაცრად დამოუკიდებელი ეთოსი თუ სრული კონტროლი მომხმარებელთა ხელებში, რომელიც გამოსავალს სთავაზობს მათ, ვისაც ღია ინსტრუმენტები და მონაცემების ადგილობრივად შენახვა ურჩევნია.
სიმართლე რომ გითხრათ, OpenCut სწორედ CapCut-ის მზარდი გადახდის სისტემისა და მონაცემთა პრაქტიკით გამოწვეული მზარდი უკმაყოფილების საპასუხოდ შეიქმნა — დღეს მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ უფასო პლატფორმა, რომელიც ვიდეოების რედაქტირების საშუალებას, ღრუბელში ატვირთვისა და დამატებით გაყიდვების გარეშე, მისცემს.
ყველა დამუშავება აქ ლოკალურად ხდება და არანაირი ჩაშენებული სისტემა არსებობს. OpenCut მომხმარებლებს უბრალოდ სთავაზობს იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც კონტენტის ამოჭრის, ნახვისა თუ რედაქტირების შესაძლებლობას მისცემს ისე, როგორც მოესურვებათ. მათ შორის კი ისეთი ინსტრუმენტებიც გვხვდება, რომლებსაც ByteDance-ის აპლიკაცია ძვირ სიამოვნებად აფასებს.
TypeScript-ისა, Next.js-ისა და Bun-ის მსგავსი ჩარჩოების გამოყენებით შექმნილი აპლიკაცია ვადებზე დაფუძნებულ რედაქტირებას, რეალურ დროში გადახედვებს და თავსებადობას გვთავაზობს როგორც ვებ, ასევე სამუშაო მაგიდებთან. მართალია პრიორიტეტი მობილურია, მაგრამ OpenCut კონკრეტულ პლატფორმაზე ან ოპერატიულ სისტემაზე არ არის დამოკიდებული. მომხმარებლებს კი მისი გაშვება Docker-ის ან Node-ის გამოყენებით შეუძლიათ, თუმცა ეს ცოტა ტექნიკურ ცოდნას მოითხოვს, რამაც CapCut-თან კონკურენციაში ჩაბმა, შესაძლოა, გაართულოს.
ამ ეტაპისთვის აპლიკაცია მშენებლობის პროცესშია, თუმცა CapCut-ის დამარცხების პოტენციალი უკვე შეიმჩნევა, თუნდაც იმ უპირატესობების გამო, რომლებსაც მომხმარებლებს უკვე სთავაზობს… დანარჩენს დრო გვაჩვენებს.
აღსანიშნავია, რომ CapCut-ს უკვე ჰყავს ერთი ძლიერი კონკურენტი, რომელიც მეტამ Edits-ის სახით შემოგვთავაზა…












