“კაპიტანი მარველი” Marvel-ის კინემატოგრაფიული სამყაროს პირველი ნამუშევარია, სადაც მთავარ როლში ქალი სუპერგმირია. ტრეილერში მარველი, ფოტონების შთამბეჭდავი გამოსროლის, ვარჯიშისა და ბრძოლის გარდა, S.H.I.E.L.D.-ის ხელმძღვანელს, ნიკ ფიურის ესაუბრება, რომლის როლსაც მსახიობი სამუელ ელ ჯეკსონი ასრულებს. ეს ფილმის მესამე ტრეილერია.











