იცოდით, რომ ბავშვთა სამგზავრო სავარძლის, ე.წ „ქარსითის“ გამოყენება 0-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის არის რეკომენდებული? ის 90%-ით იცავს პატარის უსაფრთხოებას ავტოსაგზაო შემთხვევისას.
საკითხის გარშემო ცნობიერების ამაღლების მიმართულებით საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაცია „YOUR CAR SEAT” მუშაობს, რომლის მიზანიც მშობლებისთვის ინფორმაციის სრულფასოვანი მიწოდება, მოხალისეობრივი კონსულტაციები და დახმარებაა.
თიბისი ლიზინგი YOUR CAR SEAT-ის მხარდამჭერია და საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მნიშვნელოვან რჩევებს გვიზიარებს.
- როგორც აღვნიშნეთ, სამგზავრო სავარძელი 0-12 წლის ბავშვების უსაფრთხო მგზავრობისთვის აუცილებელია;
- სავარძლები წონისა და სიმაღლის მიხედვით ჯგუფებად იყოფა;
- ის სანდო მომწოდებლისგან უნდა შეიძინოთ;
- აუცილებელია გავლილი ჰქონდეს სპეციალური შემოწმება – Crash test, რომელიც ადასტურებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას ის ეფექტურად დაიცავს ბავშვს;
სავარძლის უკან ეტიკეტი შტრიხკოდებით ECE R129 ან ECE R44.04-ით უნდა იყოს დატანილი.
- ახალშობილისთვის განკუთვნილია კალათის ფორმის სამგზავრო სავარძელი (0-13 კგ), რომელიც ემბრიონის ფორმას იმეორებს და ყველა მხრიდან იცავს ბავშვს;
- გამართლებულია 0-36 კგ-სთვის განკუთვნილი სავარძლის შეძენაც;
- ალბათ გსმენიათ ბუსტერის შესახებ. ის შედარებით მოზრდილი ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და მგზავრობისას იმ სიმაღლეს ქმნის, რომელიც უსაფრთხოების ღვედს სწორად განათავსებს მოზარდის სხეულზე;
გაითვალისწინეთ: რადგან ყველა სავარძელს თავისი მოხმარების ვადა აქვს, სასურველია არ შეიძინოთ მეორადი ქარსითი.
გამოყენების ინსტრუქცია:
- რა თქმა უნდა, აუცილებელია ღვედების შეკვრა – წინააღმდეგ შემთხვევაში ქარსითის ეფექტურობა ირღვევა;
- ღვედი არ უნდა იყოს გადაგრეხილი;
- უმჯობესია, თუ სავარძელი მანქანაში მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით დამაგრდება.
ეს ის მცირე დეტალებია, რომლებიც სავარძლის შერჩევაში დაგეხმარებათ, თუმცა, თუ უფრო დეტალური ინფორმაცია გჭირდებათ, შეგიძლიათ Your car seat-ს დაუკავშირდეთ;
[პარტნიორის კონტენტი]