in

ლონდონში მანქანები პირდაპირ ქუჩაში იყიდება

ლონდონის ერთ-ერთ ქუჩაზე უცნაური „ვენდინგ“ აპარატი გამოჩნდა – იქ, არც მეტი, არც ნაკლები, Renault Zoe იყიდება. პროცედურა ძალიან მარტივია – მანქანას ისე შეიძენთ, როგორც გაზიან სასმელს ან ტკბილეულს.

BOG
BOG

 

 

მანქანის საყიდლად, ავტოსალონებსა და სადილერო კომპანიაში წასვლა, მსურველებს, აღარ მოუწევთ. აპარატზე მითითებული ფასი საბოლოოა და მომხმარებელს დამატებითი თანხის გადახდა არ უწევს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ბრიტანეთში ჩატარებული გამოკითხვა იყო. გაირკვა, რომ მაღაზიებში, ავტომობილებზე მითითებული ფასი, ხშირად იცვლება და მყიდველი უფრო მეტს იხდის, ისეთი დამატებითი პაკეტებით, რაც მძღოლებს, რეალურად, არ სჭირდებათ. ამ აპარატზე კი, მანქანისა და სხვა შეთავაზებების ღირებულება ცალ-ცალკეა, ყველა მონაცემი გამჭვირვალეა – მყიდველი თავად ირჩევს, რა პაკეტი შეიძინოს ან არ შეიძინოს ავტომობილთან ერთად.

ეს Renault-ს კამპანიაა და შესაბამისად, ამ ბრენდის მანქანები გაიყიდება. ჯერჯერობით, „ვენდინგ“ აპარატში, ხელმისაწვდომი მხოლოდ ელექტრომობილი Renault Zoe-ია.

ზაზა ფაჩულიამ „არქის“ წილი იყიდა

როგორ გავხადოთ საკუთარი თავი შეუცვლელ თანამშრომლად