in

„ექიმი – ექიმთან“, „კარაპს მედლაინის“ ახალი პროექტი, რომელიც პრევენციული მედიცინის განვითარების ხელშესაწყობად შეიქმნა

ჯანმრთელობას საკუთარ თავზე ზრუნვის ჩვევა განაპირობებს, რომელიც მანამდე უნდა გამოვიმუშაოთ, ვიდრე ავად გავხდებით.

პრევენციული მედიცინა გასული საუკუნის ბოლოს ევროპაში ჩაისახა და განვითარდა. ჯერ კიდევ ანტიკური ხანის დროს ექიმები ფიქრობდნენ, რომ დაავადების აცილება უფრო ადვილია, ვიდრე მისი მკურნალობა. სწორედ ამიტომ, დღეს პრევენციული მედიცინა მომავლის მიმართულებადაა მიჩნეული. მის განვითარებას, ხელშეწყობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ყველასთვის დიდ იმედს წარმოადგენს. ინდივიდები ერთმანეთისგან მემკვიდრული ნიშნებით, კვების ხასიათით, ემოციური განწყობითა და შრომის პირობებით განსხვავდებიან. ის, რაც ერთისთვის უვნებელია, შესაძლოა მეორისთვის პოტენციურ საფრთხეს შეიცავდეს. სწორედ ინდივიდუალური პოტენციური საფრთხის გამოვლენას ისახავს მიზნად პრევენციული მედიცინა, რომლის მიზნობრივ სეგმენტს თითოეული სუბიექტი წარმოადგენს.

კერძო სამედიცინო სექტორში მოღვაწე 25-წლიანი ისტორიის მქონე მულტიპროფილური კლინიკა ,,კარაპს მედლაინი’’ თავის გუნდთან ერთად პრევენციული მედიცინის განვითარებას მთავარ პასუხისმგებლობად აღიქვამს. ექიმების ვიდეოპოდკასტები, ექიმი-ექიმთან, ქართულ სამედიცინო რეალობაში ის სიახლეა, რომლისგანაც საზოგადოება მაქსიმალურად გაფილტრულ, სასარგებლო, საინტერესო, საჭირო ინფორმაციას მოისმენს და ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთო სურათს შეუწყობს ხელს. მამოლოგი, ონკო-ქირურგი, თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ,,კარაპს მედლაინის’’ ონკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ირაკლი კოხრეიძე და გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო ტრენერი, ,,კარაპს მედლაინის’’ საოფისე გინეკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, მადონა ჯუღელი, პირველი პოდკასტის თემის, ონკოლოგიისა და გინეკოლოგიის შესახებ საუბრობენ. ექიმები მიმართულებების გარშემო არსებულ ყველაზე საინტერესო, ტაბუდადებული, გავრცელებული და  მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გაგიზიარებენ ინფორმაციას.

 
საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე პრევენციული შინაარსის თემატიკის პოდკასტების სერიის, ექიმი-ექიმთან წარდგენას, კარაპს მედლაინი სისტემატურად გააგრძელებს.

[R]

„ლიდერ კრედიტის“ განახლებული ვიზუალური იდენტობა

„დავარღვევ სიჩუმეს” – ქუთაისის მუსიკაზე გადაღებული ფილმის პირველი ტრეილერი