in

რას ნიშნავს პლასტიკური ოპერაციამდელი ზუსტი ციფრული მოდელირება? – კარაპს მედლაინის სიახლეები

საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვის მოთხოვნილება ადამიანისთვის უცვლელი ღირებულებაა, უხსოვარი დროიდან. ხოლო, თანამედროვე სამყაროში ეს მიმართულება ხელოვნების დონეზეა აყვანილი – გარდა იმისა, რომ ესთეტიკური პროცედურები უმტკივნეულო და ზედმიწევნითი სიზუსტით ტარდება, თავად მექანიზმი და ტექნოლოგიები მუდმივად იხვეწება. პაციენტებისთვის საინტერესო სიახლე აქვს “კარაპს მედლაინს”, რომელიც სამგანზომილებიანი 3D ანალიზატორის საშუალებით, პროცედურისშემდგომი ვიზუალის ზუსტი შერჩევის საშუალებას აძლევს, დეტალურად შეისწავლის კანის სახის სტრუქტურასა და მდგომარეობას და სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე გეგმავს ეფექტურ მკურნალობას.

პლასტიკური ქირურგი ალექსანდრე კალანტაროვი გვპასუხობს, რა ფუნქცია აქვს სამგანზომილებიან 3D სათვალეს:

ალექსანდრე კალანტაროვი

“მისი დახმარებით, თქვენ ზუსტად დაინახავთ ოპერაციისშემდგომ ფორმას, იქნება ეს სახის შეცვლილი ოვალი, მიმიკები, პროფილი თუ სხეულის სხვადასხვა ნაწილი. ამგვარად, შეძლებთ განსაზღვროთ, რამდენად სასურველია ეს შედეგი თქვენთვის.

Crisalix 3D, ესთეტიკური სიმულაციის კუთხით, მსოფლიოს წამყვანი  კომპანიაა. მისი უნიკალური ტექნოლოგია ხელოვნურ ინტელექტს, კომპიუტერულ ხედვასა და არსებულ რეალობას ეფუძნება და მაღალი ხარისხის სამგანზომილებიან 3D გამოსახულებას იძლევა. Crisalix 3D-ის მეშვეობით ხორციელდება საჭირო ორგანოების მოდელირება ფოტოშოფში. სამგამზომილებიანი 3D სათვალე კი, პაციენტს სიმულაციურ გამოსახულებას აჩვენებს. შესაბამისად, პლასტიკური ოპერაციის შედეგის განსაზღვრა წინასწარ არის შესაძლებელი. მაგალითად, დაგეგმილი გვაქვს ცვლილებები სახეზე, ცხვირზე, სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე.  მათ  ვახორციელებთ ამ კომპიუტერული ტექნიკის მეშვეობით და შემდეგ, სპეციალური პროგრამის საშუალებით, ვაჩვენებთ ადამიანს რა შედეგი შეგვიძლია რომ მივიღოთ. პაციენტისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო.  ჩემი გამოცდილებით, წინასაოპერაციო მოდელირების დამთხვევა რეალურ შედეგთან, არის 95%.“

Crisalix 3D კოსმეტოლოგიურ პროცედურებშიც გამოიყენება. ამის შესახებ კარაპს მედლაინის დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი, Restyline-ის საერთაშორისო ტრენერი ნინო გოგიბერიძე გვიყვება:

ნინო გოგიბერიძე

„გარდა პლასტიკური ქირურგიისა Crisalix 3D-ს ვიყენებთ კოსმეტოლოგიურ პროცედურებზე. დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი პროცედურებია სახის შემავსებლები ე.წ. ფილერი. პაციენტები ხშირად მოგვმართავენ ტუჩის მოცულობის გაზრდაზე, სახის ოვალის ცლილებაზე, ყვრიმალების შევსებასა და სხვა ნაკვთების შეცვლაზე, ჩვენ უკვე ვთავაზობთ სახის მოდელირებას წინასწარი დათვალიერებით Crisalix 3D- დახმარებით. პროგრამაში თავად არის წარმოდგენილი წამყვანი ბრენდების პრეპარატები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ შემავსებლებად და მიმიკური ნაოჭების გასასწორებლად. როგორიც არის: Restyline, Juviderm, Belotero, Dysport, Xeomin. ვუთითებთ პროგრამაში წინასწარ შერჩეულ პრეპარატს და თავად ქმნის უკვე ვიზუალს თუ როგორი იქნება ტუჩები შევსებული Restyline ის ფილერით, ან იმ პრეპარატით რომელსაც შევარჩევთ. Crisalix 3D-ს დახმარებით პაციენტი უკვე თამამად იღებს გადაწყვეტილებას ჩაიტაროს ესა თუ ის პროცედურა და მიიღოს სასურველი შედეგი”.

როგორია კანის სიღრმისეული დიაგნოსტირების მექანიზმი?

მარინა ოჟოგინა

სახის კანის სტრუქტურის და მდგომარეობის დასადგენად ტარდება აპარატურული დიაგნოსტიკა ულტრათანამედროვე, სამგანზომილებიანი 3D ანალიზატორით, რომელიც სამი განსხვავებული ტიპის სინათლის ზემოქმედებას იყენებს და კანის შრეებს სიღრმისეულად შეისწავლის. სახის კანის აპარატურული დიაგნოსტიკა სწორი დიაგნოზის დასმის და შემდგომი მკურნალობის ეფექტურად დაგეგმვის საშუალებას იძლევა. აპარატის დახმარებით ხდება პაციენტისთვის ზუსტი პროცედურებისა და სამკურნალო პროდუქტების შერჩევა.

ექიმ დერმატოლოგ მარინა ოჟოგინას განმარტებით დერმატოლოგის სპეციალიზაცია გულისხმობს ორგანიზმის შიდა დარღვევებისა და კანის დაზიანებების დიაგნოსტიკას და სწორ მკურნალობას. პაციენტის საფუძვლიანი გამოკვლევის შემდეგ გაიცემა ეფექტური რეკომენდაციები. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე კი იგეგმება როგორც სამკურნალო, ისე – კოსმეტოლოგიური პროცედურები.

“კარაპს მედლაინს” კიდევ ერთი სიახლე აქვს და ის კანის პერსონალიზებულ მოვლას ეხება. კანის მოვლის ეფექტური შედეგის მისაღებად, ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით ბუნებრივი და კონცენტრირებული ნედლეულისა გამოყენებაა შესაძლებელი. ამ მიზნით, “კარაპს მედლაინმა” პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადა Biologique Recherche-ს კანის პერსონალიზებული მოვლა. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით, კომპანია Biologique Recherche-ს 37-წლიანი გამოცდილება აქვს და საკუთარ კვლევით ლაბორატორიებსაც ფლობს. პაციენტებს, პროცედურების გარდა, სახლში მოხმარებისთვის, ბრენდის პროდუქციის შეძენაც შეუძლიათ. ეფექტური მოხმარების წესებს კი, “კარაპს მედლაინის” კოსმეტოლოგები შეასწავლიან.

 

[R]

500 Startups-მა, საქართველოს ბანკმა და  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ პროგრამის დემო დღეს უმასპინძლეს

უგულშემატკივრეთ საქართველოს გუნდს Bocuse d’Or Europe-ს ფინალზე!