in

ხელოვნება და მეცნიერება ლუდის ერთ ქილაში გააერთიანეს

ამ ამბის ავტორი Carbon Six-ია, ლუდსახარში, რომლის სახელიც დუღილის მოლეკულური პროცესითაა შთაგონებული, რა დროსაც ნახშირბადის ატომები ექვს ცალკეულ მოლეკულად იშლება… ორმა ბრაზილიელმა დააარსა, რომელთაგანაც ერთი მეცნიერია, მეორე კი ლუდის გამოცდილი სპეციალისტი. ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ მათ ხელოვნება და მეცნიერება ლუდის ერთ ქილაში გააერთიანეს.

BOG
BOG

აქ ხარშვის პროცესის მოლეკულურ დონესთან კავშირი მთავარ ნარატივად იქცა, რაც ბრენდის დამფუძნებლის გამოცდილებასაც ასახავდა ბიოქიმიაში და დამოკიდებულებასაც, რომ ლუდის დამზადებისას ყოველი დეტალი მნიშვნელოვანია. დინამიკური და თავგადასავლების მოყვარული ლუდსახარშია, რომელიც მომხმარებელს ინოვაციურ გამოცდილებას ჰპირდება. აქ არც კულტურულ შემოქმედებითობას ივიწყებენ და არც ბრაზილიის გაბედულ ხასიათს.

ამიტომ, დიზაინის ინსპირაციაც ბრაზილიური ბრუტალიზმიდან მოდის, თავისივე გაბედული და ფერადი მოტივებით, რომლებსაც კონტრასტულად ვხედავთ მინიმალისტურ ფონზე:

საინტერესო ფაქტები ნარჩენების გადამუშავების შესახებ

რატომ უნდა ვესტუმროთ INMerge Innovation Summit 2024-ს?