in

CarBox – ექსკლუზიური სასაჩუქრე ნაკრები ლიცენზირებული ტაქსის მძღოლებისათვის

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა“, „გრინვეიმ“ და „ამბოლმა“, სპეციალურად ლიცენზირებული ტაქსის მძღოლებისთვის, ახალი შეთავაზება –  CarBox შექმნეს. ეს არის სასაჩუქრე ნაკრები, რომელიც მძღოლებისთვის სასურველ და აუცილებელ ვაუჩერებსა და ფასდაკლებებს შეიცავს.

ამ სასაჩუქრე ნაკრების მიღება თბილისში, ნებისმიერი ლიცენზირებული ტაქსის მძღოლს შეუძლია, „გრინვეიში“ ტექისნპექტირების გავლისთანავე, ან „სოკარის“ სერვისცენტრებში.

სასაჩუქრე ნაკრებში შედის „სოკარის“ ენერჯი ბარათი, რომელიც ლიცენზირებულ ტაქსის მძღოლებს სპეციალურ, 20-თეთრიან ფასდაკლებას სთავაზობს, ბენზინსა და დიზელზე. გარდა ამისა, ყოველ შეძენილ 1 ლიტრ ბენზინზე, ან დიზელზე ბარათის მფლობელს 3 თეთრი უგროვდება. „ონლაინ“ შეძენისას კი თანხა ორმაგდება და ბარათზე 6 თეთრი გროვდება. ფასდაკლება ვრცელდება გაზზეც, მომხმარებლებს ამ ბარათით გაზის შეძენა 10-თეთრიანი ფასდაკლებით შეეძლებათ.

CarBox-ში ტაქსის მძღოლები, ასევე, ნახავენ „ამბოლის“ 30%-იანი ფასდაკლების ვაუჩერს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სამუხრუჭე ხუნდების შეძენისას. „ამბოლისგან“ ისინი დასაჩუქრდებიან ზეთის შეძენის შემთხვევაშიც – 3 ლიტრი ზეთის შეძენისას, 1 ლიტრს საჩუქრად მიიღებენ.

„გარდა ამისა, ტაქსის მძღოლებს CarBox-ში დახვდებათ  თანამედროვე თვითმომსახურების სამრეცხაოების ქსელის, „გრინვოშის“ ვაუჩერი. „გრინვოშის“ სამრეცხაო ცენტრები მუშაობს 24 საათის განმავლობაში. მძღოლებს შეუძლიათ, თავად გარეცხონ საკუთარი ავტომობილი, აირჩიონ რეცხვის რეჟიმი, სარეცხი ხსნარები და რეცხვის ხანგრძლივობა.

CarBox-ის მიღება ლიცენზირებულ ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ მხოლოდ პირადობისა და ტექ. პასპორტის წარდგენის შემთხვევაში, თბილისში მდებარე „სოკარისა“ და „გრინვეის“ ნებისმიერ სერვისცენტრში“.

„სოკარის“ სერვისცენტრების მისამართებია (ცხელი ხაზი *0001):

  • ცინცაძის ქ. #55
  • მარშალ გელოვანის გამზირი, აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ
  • აეროპორტის სერვისცენტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარედ (ვარკეთილის ჩასახვევთან)

„გრინვეის“ სერვისცენტრების მისამართების სანახავად ეწვიეთ სპეციალურ ბმულს“.

 

[R]

რა შეუძლიათ, ისწავლონ დირექტორებმა მათგან, ვისაც მენტალური პრობლემები აწუხებთ?

Universal Pictures-ის სკაუტები, თბილისში, მასტერკლასს ჩაატარებენ