in ,

Cardbook – სავიზიტო ბარათების გაცვლის მარტივი და სწრაფი საშუალება

Startauperi
Startauperi

Cardbook ახლად შექმნილი ვებ-გვერდია, სადაც მსურველებს საკუთარი სავიზიტო ბარათის განთავსება შეუძლიათ. HR.GE-ს დამფუძნებლის ნოდარ შურღაიას თქმით, ახალი პროექტი საქმიანი საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლის გამარტივებისთვის შეიქმნა.

nodar-shurgaiaნოდარ შურღაია: საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს საქართველოს ბაზარზე საქმიანი კონტაქტების მოძიების კუთხით. უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში დროის ძირითადი ნაწილი დავუთმეთ საქმიან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს. როგორც რიგით საქმიან ადამიანს, ხშირად მიწევდა სავიზიტო ბარათების ტარება, ხან ჯიბეში, ხან კიდევ საფულეში. ხშირად ბოდიშის მოხდა მიწევდა შეხვედრაზე იმის გამო რომ სავიზიტო ბარათები გამითავდა ან დამრჩა ოფისში.

დარწმუნებული ვარ, ბევრი საქმიანი ადამიანი ასეთ სიტუაციაში ხშირად აღმოჩენილა. გამომდინარე ამ მცირე და თითქოს შეუმჩნეველი საჭიროებიდან, გაჩნდა ეს მარტივი იდეა. რამოდენიმე წლის განმავლობაში ვერ ვახერხებდით ამ ნაბიჯის გადადგმას რიგი მიზეზების გამო. საბოლოოდ, მაინც გამოვნახეთ რესურსი და დავიწყეთ პროექტის განხორციელება.

M: რა შესაძლებლობას იძლევა ეს ვებ-გვერდი?

პროექტი ძირითადად გათვლილია საქმიან ადამიანებზე. მათთვისაა, ვისთვისაც საჭიროა საქმიანი კონტაქტების მოძიება მარტივად და სწრაფად. დღევანდელ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი ბევრ შესაძლებლობას იძლევა, საკმაოდ რთულია საჭირო ადამიანის პოვნა კონკრეტული საქმიანი მიზნებისთვის.

M: როგორ ფიქრობთ, რამდენად „იმუშავებს“ და რატომ?

ვფიქრობთ, რომ უკვე მუშაობს გამომდინარე იქედან, რომ როგორც ყველა წარმატებული პროექტი, სთავაზობს ადამიანს პრაქტიკულ ალტერნატივასა და საშუალებას საქმიანი კონტაქტების მოძიებაში. ვებ-გვერდი არის საკმაოდ მარტივი და უმრავლესობისთვის გასაგები.

ჯერ კიდევ ტესტირების რეჟიმშია. თუმცა, 1 თვის წინ გავხსენით კარი საყოველთაო რეგისტრაციებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სარეკლამო აქტივობა მინიმალური იყო, ვებ-გვერდზე დიდი რაოდენობით წარმატებული ადამიანი რეგისტრირდება ყოველდღიურად და ათავსებს თავის სავიზიტო ბარათს.

cardbook

M: არის საქართველოში საქმიანი უთიერთობების ბაზარი იმდენად განვითარებული, რომ Cardbook აქტიურად მოიხმარონ?

ვფიქრობ, რომ ეს პროექტი უნდა განვითარდეს, საკუთარ მიზნობრივ ჯგუფთან ერთად როგორც საქართველოში, ასევე მის გარეთაც. პროექტის ანალოგი ჯერ არ შემხვედრია, ამიტომ რთულია მისი შედარება რამესთან. ამ ეტაპზე ვებ-გვერდი ტესტირების რეჟიმშია, ვაკვირდებით მომხმარებლის ქცევას და გვინდა გამოვავლინოთ დამატებითი მოთხოვნილებები, რომ სამომავლოდ საინტერესო მომსახურებები შევთავაზოთ ჩვენს აუდიტორიას.

M: უცხოეთში თუ არის ანალოგი და რამდენად წარმატებული პროექტია იქ?

ამ ეტაპზე არ შემხვედრია მსგავსი იდეა. საერთაშორისო ბაზარზე Cardook-ი ნამდვილად ინოვაციური პროექტია.

M: რა სარგებელს მოუტანს Cardbook სამიზნე ჯგუფს?

პროექტის სამიზნე ჯგუფი ნებისმიერი საქმიანი ადამიანია. იდეა ემსახურება საკმაოდ მარტივ რამეს: სავიზიტო ბარათების გაცვლას. შესაბამისად, ჩვენი მიზანიც საკმაოდ მარტივია – ჩავანაცვლოთ დაბეჭდილი ბარათი ციფრულით.

cardbook (1)M: რამდენი ხანია უკვე არსებობს და რამდენად მოთხოვნადია?

პროექტი გაშვებულია 20 მაისიდან და მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება სწრაფი ტემპით. გასათვალისწინებელია, რომ ვებ-გვერდის განვითარება ხდება სოციალურ ქსელებში მინიმალური რეკლამით. გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც დავრწმუნდებით, რომ ვებ-გვერდი ტექნიკური პარამეტრებით საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს, დავიწყებთ მომხმარებელთა რეგისტრაციას საერთაშორისო ბაზრებზეც.

ვებგვერდის სანახავად ეწვიეთ: www.cardbook.net

ოჯახი – ყველაზე ძვირფასი განძია, ასეთივე უნდა იყოს სახლიც.

ნახეთ BMW X4 – ის პრემიერა მარკეტერზე