in

2 ქართული სტარტაპი Silicon Valley-ზე მიდის!

ქართული სტარტაპების CARDEAL (ავტომობილების აუქციონის საერთაშორისო ბაზარი)-ისა და Cargon (ინტელექტუალური ლოგისტიკური პლატფორმა)-ის წარმომადგენლები, 2021 წლის გაზაფხულზე „სილიკონის ველზე“ (Silicon Valley) გაემგზავრებიან. ისინი 500 Startups-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას. გამარჯვებული სტარტაპები, რამდენიმე წუთის წინ, 10 ფინალისტს შორის შეარჩიეს – ისინი, ინვესტორებისა და პროგრამის წარმომადგენლების წინაშე, 2 -წუთიანი „ფიჩინგით“ წარდგნენ.

GITA-ს ინიციატივითა და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველოში, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ბიზნეს აქსელერატორი, 500 Startups შემოვიდა და პირველ ეტაპზე, აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, 15 სტარტაპი შეარჩია. მეორე ეტაპისთვის ათი ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპი გამოვლინდა, რომლებიც ინვესტორების წინაშე „დემო დღეზე“ წარდგნენ. მათგან ხუთმა კომპანიამ „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით განაგრძო პროგრამა, ხოლო კიდევ დამატებით ინვესტიციას, ამ ათიდან ერთ-ერთი გამარჯვებული მიიღებს“.

წარმოდგენილი 10 სტარტაპიდან – CARDEAL, Cargon, Echolize, FINMAP, Intrro, LiveCaller, Nextsale, Phubber, Stack და Tripcars – სამი უცხოური კომპანიაა აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან.

500 Startups ვენჩურული კაპიტალის ერთ – ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. 2010 წლიდან  – დღიდან დაარსებისა, ინვესტიციებს 77 ქვეყნის, 2400–ზე მეტ კომპანიაში დებს. მის პორტფოლიოში შედის ისეთი „Unicorn“ სტარტაპები, როგორებიცაა: Credit Karma, Canva, Talkdesk, Intercom, GitLab, Grab და Bukalapak. გარდა სტარტაპ დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მშენებლობით ახორციელებს, მსოფლიო მასშტაბით.

ACAG-ის პრინტ კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია!

ვირტუალური ტყე – სიახლე ინგლისის New Forest National Park-ისგან