24
Sep
2019

საქართველოში, ავტოინდუსტრია ონლაინ სივრცეში გადადის

24 Sep 2019

2018 წლის მონაცემებით, ამერიკიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ავტომობილების იმპორტი, ევროპის ქვეყნებს შორის,  საქართველოში დაფიქსირდა, რაც ამ ინდუსტრიის განვითარებისთვის, ქვეყანაში დიდ პერსპექტივას ქმნის. თუმცა დღემდე, პრობლემად რჩება ის ფაქტი, რომ ავტომობილის შერჩევა, ტრანსპორტიორი კომპანიის მოძიება, დაფინანსება თუ სხვა საჭირო სერვისების მიღება მომხმარებელს სხვადასხვა წყაროებიდან უწევს, რაც ყიდვის  პროცესს საკმაოდ ართულებს.

 

Cardeal-ის მთავარი მიზანი არის სწორედ ერთიანი ეკოსისტემის შექმნა, სადაც ყველა საჭირო მომსახურების გაერთიანება ხდება. მომხმარებელს კი საშუალება აქვს ძალიან მარტივად მიიღოს წვდომა სრული სერვისების სპექტრზე:

  • 500,000 ავტომობილი მსოფლიოს წამყვანი აუქციონებიდან
  • ადგილობრივი ავტომობილები
  • ავტომობილის შერჩევის პროცესში კონსულტაცია
  • Carfax-ის შემოწმება
  • ადგილზე ინსპექტირება
  • ლიზინგი (დაფინანსება)
  • დეპოზიტების მართვა
  • აუქციონში მონაწილეობა საიტიდანვე
  • ტრანსპორტირება

საქართველოში, ამ სერვისების კუთხით, საიტზე დაერთებულია წამყვანი ადგილობრივი სატრანსპორტო და სალიზინგო კომპანიები. Cardeal-ის ინდივიდუალურ გამყიდველებს საშუალება აქვთ ატვირთონ საკუთარი ავტომობილები, რომლებიც გაიყიდება ლიზინგით.

რამდენიმე თვის წინ, საიტი სატესტო რეჟიმში, სულ რაღაც, 20,000 ავტომობილით გაეშვა. თუმცა ეს პლატფორმა იმდენად საინტერესო გახდა საერთაშორისო მომწოდებლებისთვისაც, რომ ეკოსისტემას შემოუერთდნენ ისეთი საერთაშორისო კომპანიები, როგორიცაა: უმსხვილესი ამერიკული სადილერო IAAI და BNP PARIBAS – რომლის ევროპული ავტომობილებიც მალე დაემატება და თვეში მომხმარებელს, საშუალოდ, 500,000 გასაყიდ ავტომობილზე  მისცემს  წვდომას.

“CARDEAL.GE-ს მთავარი მიზანია, რომ პლატფორმა გახდეს ინდუსტრიისთვის სამუშაო სივრცე, სადაც კომუნიკაციის დრო საგრძნობლად შემცირებული იქნება გამყიდველებსა და  სერვისის მიწოდებლებს შორის. მომხმარებელს საშუალება ექნება მიიღოს სრულად გამჭირვალე პროცესი ავტომობილის იმპორტისა და ადგილზე შეძენის დროს.”

ბოლო პერიოდში აქტიურად ხდება საქართველოს ბაზარზე სხვა და სხვა მიმართულებით ონლაინ პლატფორმების გაშვება, და დიდი ინვესტიციებიც იდება მათში, რაც კიდევ ერთხელ გვანახებს იმას საით განვითარდება მომხმარებლის ქცევა. “თუმცა, ამ ეტაპზე  ტექნიკური პარამეტრებითა და პროცესების ავტომატიზაციის კუთხით თუ ვიმსჯელებთ, www.cardeal.ge  საქართველოს ინტერნეტ ისტორიაში ყველაზე განვითარებული კომერციული პლატფორმაა” – ემბობენ კომპანიის წარმომადგენლები.

 

[პარტნიორის კონტენტი]

განხილვა