in

CARDEAL: „მხოლოდ 500 Georgia-ს პროგრამის პერიოდში, 300%-ით გავიზარდეთ“

ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა, ბოლო წლებში, აქტიურად ვითარდება, რათა მსოფლიო სტარტაპ-რუკაზე ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს. ამ ყველაფერში განსაკუთრებული წვლილი აქვს ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო აქსელერატორს 500 Startups, რომელმაც სრულიად ახლებური ბიძგი მისცა სტარტაპ-განვითარებას: სტარტაპერთა ორი ნაკადის ფარგლებში, მონაწილეებმა 16.5 მლნ ინვესტიცია მოიზიდეს, საერთო ჯამში, 627 000 რეგისტრირებული მომხმარებელი დააგროვეს, ახლა კი, გამარჯვებულები სილიკონ ველიზე წასასვლელად ემზადებიან, რათა ძალები იქ გამოცადონ, ახალ სიმაღლეებს შეეჭიდონ და ახალი ინვესტორები/პარტნიორები შეიძინონ. ამჯერად, CARDEAL-ის წარმატების ამბავს გაგიზიარებთ.

„უახლოეს პერიოდში, პროგრამას სილიკონ ველიზე ვაგრძელებთ. იქ ყოფნის მთავარი ღირებულებითი ნაწილი არის 500 Startups-ის ნეთვორქი, როგორც პოტენციური ინვესტორების, ასევე პარტნიორების კუთხით და ჩვენთვის იქ ყოფნა და 500 Startups-ის ნეთვორქის გამოყენება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ინვენტარის ძირითადი ნაწილი სწორედ ამერიკიდან მოდის. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ქარდიალის პოზიციონირება იქნება ავტომობილების მიმართულებით, წამყვანი ციფრული პლატფორმა, რეგიონულ დონეზე,“ – გვიამბო CARDEAL-ის თანადამფუძნებელმა ზურა ბაკურიძემ.

იდეა ასე გაჩნდა   

იდეა პირადი გამოცდილებიდან მოვიდა, როდესაც საკუთარი პირველი მანქანის შეძენა გადავწყვიტე და ფასის და არჩევანის მრავალფეროვნების გათვალისწინებით, საერთაშორისო ბაზარზე უნდა მომეძებნა. თუმა, გამომდინარე იქიდან, რომ გამოუცდელი ვიყავი, დიდი ხნის მერე აღმოვაჩინე, რომ დამხმარე დილერმა მომატყუა, ზედმეტი გადამახდევინა და ზუსტი ინფორმაცია არ მომაწოდა, ავტომობილის მდგომარეობის შესახებ – აღმოჩნდა, რომ ჩემი საოცნებო მანქანა, წარსულში, სატაქსაოდ გამოიყენებოდა. CARDEAL სწორედ ამ გამოცდილების გავლენით შეიქმნა და ტექნიკური პარტნიორების საშუალებით, მოკლე დროში გაეშვა.

ჩვენ ნახევარ მილიონამდე ავტომობილის აგრეგაცია მოვახერხეთ სანდო საერთაშორისო გამყიდველებისგან, როგორებიცაა: საერთაშორისო ბანკები, სადაზღვევო და სალიზინგო კომპანიები. რაც შეეხება ტექნიკურ გადაწყვეტას, საიტზე ასევე ინტეგრირებული გვაქვს პარალელური ბიდინგის ფუქციონალი, სადაც მომხმარებელს მხოლოდ Cardeal-ის ინტერფეისის გამოყენებით, მონაწილეობა შეუძლია მიიღოს საერთაშორისო აუქციონებში. ეს ფუნქციონალი უნიკალურია, კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს და მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას იძლევა.

დღესდღეობით, CARDEAL ამ სერვისებს უზრუნველყოფს

ზოგადად, ავტომობილის შეძენა საკმაოდ რთული პროცესია და ეს კიდევ უფრო რთულდება, როცა საერთაშორისო ბაზრიდან აქვს მომხმარებელს ავტომობილის შეძენა გადაწყვეტილი, რადგან მას რამდენიმე სურათის საშუალებით უწევს გადაწყვეტილების მიღება. გარდა იმისა, რომ რთულია ავტომობილის შერჩევა/მოძიების პროცესი საერთაშორისო ბაზარზე, კიდევ უფრო რთულია თანმხლები სერვისების მოძიება, როგორიცაა შემოწმება/ინსპექტირება, ლიზინგი და ბოლოს, ტრანსპორტირება სასურველ ლოკაციამდე. საცალო მომხმარებლისთვის ეს თითქმის შეუძლებელი პროცესია. ქარდიალი, ერთი ფანჯრის პრინციპით წყვეტს ამ პრობლემებს და მომხმარებელს სანდო და მარტივ პროცესს სთავაზობს.

აი, რა შეცვალა 500 Georgia-ში მონაწილეობამ CARDEAL-ისთვის

ზოგადად, ცვლილებები, თითქმის ყველა მიმართულებას შეეხო: მარკეტინგს, გაყიდვებს, თუ სხვა, მაგრამ განსაკუთრებული შედეგი მაინც პროდუქტის განვითარების კუთხით გვქონდა. პლატფორმის დიზაინისა თუ ფუნქციონალის სრულად განახლების შემდეგ, დაახლოებით, ერთ კვირაში მივიღეთ „ბოუნს რეითის“ 40%-იანი გაუმჯობესება და კონვერსიის 30%-იანი ზრდა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ ქარდიალის განახლებული პლატფორმა უკვე ნამდვილად იყო product market fit. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ პანდემიის გამო, ზოგადად, საავტომობილო ინდუსტრია, იმ პერიოდში, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო და ინდუსტრიის მთლიანი მარკეტ კაპიტალიზაცია ყოველთვიურად მცირდებოდა, მძიმე სოციალური პირობებისა და ჩაკეტილი საზღვრების გამო, თუმცა მხოლოდ პროგრამის პერიოდში, 300%-ით გავიზარდეთ – ეს უფრო იმის ხარჯზე მოხდა, რომ შიდა ბაზრის წილი გავზარდეთ. საერთო ჯამში, ეს ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი იყო იმისა, რომ რომ ბევრად მეტის მიღწევას შევძლებდით.

ამ დროისთვის, CARDEAL-ის განვითარების მასშტაბი ასეთია

1. დღევანდელი მოცემულობით, ქარდიალის პლატფორმა მომხმარებელს სთავაზობს 500 000 ავტომობილის არჩევანს, მსოფლიოს სხვადასხვა მომწოდებლისგან, რაც ნიშნავს, რომ ინვენტარის სიდიდის კუთხით, რეგიონულ დონეზე ერთ-ერთი უმსხვილესი საავტომობილო პლატფორმა ვართ.

2. ყოველთვიურად, ქარდიალის პლატფორმას 200 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს და ავტომობილის შეძენის პროცესს გეგმავს

3. მოვახდინეთ ორი წარმატებული ორგანიზაციის ონბორდინგი, მაღალტექნოლოგიური სტარტაპის, Shelf Network და საქართველოს ბანკის, გავიმარჯვეთ 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამაში და პროგრამას სილიკონ ველიზე გავაგრძელებთ.

4. ახლახან, წარმატებით გავეშვით აზერბაიჯანის ბაზარზე და უკვე მივიღეთ კიდეც პირველი საერთაშორისო ტრანზაქციები.

50 წელში შექმნილი პროგრესი – Hyundai-ს ისტორია

ზაქარიას კეთილი მანქანა – მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვის პროექტი