in

Cardi B-ის და Kanye West-ის ახალ კლიპზე ლადო კვატანიამ იმუშავა

Cardi B-მ უახლესი სინგლი “Hot Shit” გამოუშვა, რომელშიც Kanye West  და Lil Druk მონაწილეობენ. თუმცა ამ ამბავში მთავარი ის არის, რომ კლიპზე წარმოშობით ქართველმა რეჟისორმა, ლატო კვატანიამ იმუშავა.

BOG
BOG

“Hot Shit” მომღერლის პირველი სოლო სინგლია 2021 წლის შემდეგ და, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მასზე სწორედ ქართველმა იმუშავა. თავად ლადოს თეატრალური განათლება აქვს მიღებული და სწავლის პერიოდშივე დგამდა საკუთარ სპექტაკლებს. მოგვიანებით კი, თავისივე სცენარებით, მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება დაწყო, რასაც შემდგომში მუსიკალურ კლიპებზე მუშაობაც მოჰყვა.

საგულისხმოა, რომ ლადო ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობდა, როგორიცაა Reebok, Adidas, PayPal, Google, Visa და სხვ. ამასთან, მისი ნამუშევრები მსოფლიოს მასშტაბით 20 ფესტივალზე იყო წარდგენილი და მათ შორის, კანის ფესტივალზე Young Director Award-იც მოიპოვა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დიდ ბრიტანეთში სწავლას კიდევ 3 ქართველი სტუდენტი გააგრძელებს

Spotify-მ პოპულარული მუსიკალური თამაში Heardle შეიძინა