„სპორტი მოულოდნელიაო“ – გადაწყვიტა „რიბოკმა“ და საკუთარი სპორტული ფეხსაცმლის წარმოსაჩენად, რეკლამაში რეპერი ქარდი ბი გამოიყვანა. მომღერალი, რომლისთვისაც უჩვეულო ქცევა ძალიან ორგანულია, ვიდეორგოლისთვის სპეციალურად შეირჩა. სიუჟეტი ყოველდღიური ცხოვრებიდან კონკრეტულ მომენტს ასახავს – მომღერალი სალონშია, თავი თმის საშრობში აქვს შეყოფილი და აღმოჩნდება, რომ კედზე თასმა გახსნილი აქვს. ვიდეორგოლზე სააგენტო Venables Bell & Partners-მა იმუშავა.
https://www.youtube.com/watch?time_continue=61&v=K-PSNspNQms











