in

როგორ დავეხმაროთ თანამშრომლებს კარიერულ პროგრესში

დაწინაურება ხშირად ქმნის გამოწვევას მენეჯერებისთვის. როცა კარგი თანამშრომლის დაწინაურების საშუალება არ ეძლევათ, ხელმძღვანელები თავს უსუსურად გრძნობენ. მათ არ აქვთ ალტერნატიული ვარიანტები. ეს ქმნის წაგების სცენარს – თანამშრომლის კარიერა ფერხდება და მენეჯერები უფრო დიდი ალბათობით იწყებენ თანამშრომლების კარგვას.

2023 წელს, მკვლევრებმა იმუშავეს 15 ორგანიზაციასთან და 7000-ზე მეტ თანამშრომელთან, რათა გამოეყენებინათ შიდა კარიერული განვითარების შესაძლებლობების გაზრდის გზები და ეჩვენებინათ, რომ დაწინაურება არ არის ერთადერთი გზა, რომლითაც ადამიანებს შეუძლიათ წინსვლა. მათ აღმოაჩინეს, რომ როდესაც ორგანიზაციები ქმნიან პროგრესის გზებს, დაწინაურების მიღმა, ეს მიდგომა ხსნის ტალანტსა და უნარებს. თანამშრომლები იძენენ შესაძლებლობას გაიზარდონ, განვითარდნენ სხვადასხვა მიმართულებით და გაზარდონ თავიანთი კარიერული მდგრადობა. მოკლედ ყველა მოგებულია. მაინც, როგორ შეუძლიათ ამის მიღწევა კომპანიებს?

ნიჭი ტიტულზე მეტია

გადით სამუშაოს აღწერილობის ჩარჩოებიდან, რომლის მიხედვითაც თანამშრომლებმა მხოლოდ ის უნდა აკეთონ, რაც თავდაპირველად დაევალათ. გამოკითხეთ თანამშრომლები, რათა მიეცეთ საშუალება, აღწერონ ის როლები, რომლებსაც სხვადასხვა დროს შეითავსებდნენ კომპანიაში.

საერთაშორისო ოპტიკურმა საცალო კომპანია Specsavers-მა, დაამატა ტექსტი თავის შიდა სამუშაო ვიდეოებს, სადაც ადამიანებს მოუწოდებდა შეესწავლათ კარიერული შესაძლებლობები ბიზნესის მასშტაბით და ხაზი გაუსვა ტალანტის ქონის მნიშვნელობას, ვიდრე გამოცდილებას.

Შედეგად, Specsavers-მა დაინახა შიდა აპლიკაციების 35%-იანი ზრდა ექვსი თვის განმავლობაში. ეს შედეგი გაიზარდა შიდა რეკრუტერების ჩართულობით, რომლებმაც შენიშნეს იმ თანამშრომლების ზრდა, რომლებიც ინტერესდებოდნენ დამატებითი შესაძლებლობების გამოყენებით და არა ვერტიკალური კარიერული წინსვლით. ექსპერიმენტის შედეგად, Specsavers-მა მიიღო ცვლილებები სამუშაოს შიდა აღწერილობაში, როგორც ყოველთვის.

ინსაითი: თანამშრომლები ხშირად სარგებლობენ შანსით განაცხადონ ისეთ პოზიციებზე, რაც შეიძლება არ იყოს მათთვის აშკარა მომდევნო ნაბიჯი მათი კარიერის ისტორიიდან გამომდინარე. ასეთი მიდგომა ინდივიდში კარიერული შეფერხების განცდას ამცირებს.

ისტორიები

აღნიშნეთ არამხოლოდ კარიერული წინსვლა, არამედ თითოეული თანამშრომლის ყოველი მიღწევა, სხვადასხვა მიმართულებით. ისტორიები მნიშვნელოვანია, მათ ჩვენ განსაკუთრებით ვუკავშირებთ ხოლმე თავს. თანამშრომლების კარიერული ისტორიების გაზიარება აჩვენებს, რომ წარმატება არ არის სწორი ხაზი და არაწრფივი განვითარების შესაძლებლობების შექმნა უკეთესია.

მაგალითად, Danske Bank-მა, რომელშიც 1400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, წამოიწყო Squiggly Stories ღონისძიება, სადაც საბჭოს წევრმა და აღმასრულებელი მენეჯმენტის წარმომადგენელმა 100-ზე მეტ დამსწრეს გაუზიარეს თავიანთი კარიერული ისტორიები. შემდეგ ამას მოჰყვა ინტრანეტში განთავსებული დამატებითი ისტორიების გაზიარება.

შედეგად, ღონისძიების შემდეგ, Danske Bank-მა გამოკითხა დამსწრეები იმის გასაგებად, თუ როგორ იმოქმედა ამ ამბებმა მათი კარიერულ აღქმაზე. რესპონდენტთა 97%-მა თქვა, რომ მოთხრობებმა შეცვალა მათი პერსპექტივა იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურებოდა წარმატებული კარიერა და 95% დაეთანხმა, რომ მათ ჰქონდათ ახალი ხედვა პროგრესის შესახებ. Danske Bank-მა განაგრძო კარიერული ისტორიების გაზიარება სწავლა სამუშაო კვირაში და დაიწყო მეტი ისტორიების გამოქვეყნება მთელი წლის განმავლობაში.

კარიერული ცდები

შეწყვიტეთ თანამშრომლებზე ზეწოლა, რომ გადადგას „სწორი“ შემდეგი ნაბიჯი კარიერული წინსვლისთვის. ამის ნაცვლად, მიეცით თავისუფლება ექსპერიმენტებისთვის და თავად გამოცადონ სხვადასხვა კარიერული მიმართულება.

კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე დიდი ბარიერი ნებისმიერი სახის კარიერული ცვლილებისთვის არის ის, რომ არ იცით საიდან უნდა დაიწყოთ – ახლის გაკეთების ფიქრი შეიძლება ძალიან რთული იყოს. შიშს შეუძლია გაყინოს ადამიანები ნაბიჯის გადადგმამდე. მაგალითად, უბიძგეთ მოირგონ როლები სხვა განყოფილებებში, ახალ ფუნქციებს გაეცნონ, შეისწავლონ და დააკვირდნენ, როგორ მოსწონთ.

წყარო: HBR



ზრუნვის 1 საათი დედამიწას – „თეგეტა“ გარემოსდაცვით აქტივობას „დედამიწის საათს“ შეუერთდა

თიბისის წარმატების ისტორია „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ პირველ ქართულ გამოცემაში