კარიერაში აღებული პაუზის მიმართ დამოკიდებულება ეტაპობრივად იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რამ კანდიდატებისთვის სერიოზულ დაბრკოლებად ითვლებოდა, დღეს, სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს ღიად და უშიშრად დასაქმებისგან შესვენების აღების შესახებ. LinkedIn-ის მიერ 2022 წელს ჩატარებულმა გლობალურმა გამოკითხვამ 23,000 ადამიანის მონაწილეობით აჩვენა, რომ რესპონდენტების თითქმის ორი მესამედს გარკვეული სახის კარიერული შესვენება ჰქონდა. LinkedIn-მა ეს მონაცემები გამოაქვეყნა ახალი ფუნქციის „კარიერული შესვენება“ წარდგენისას, რაც მის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს წარმოაჩინონ არასამუშაო გამოცდილება და უნარები, რომლებიც პროფესიული პაუზის დროს შეიძინეს.
ამ კულტურულ ცვლილებას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, პანდემიის დროს იყო ვიხილეთ უმუშევრობის უპრეცედენტო ზრდა. ბევრმა კომპანიამ შეამცირა საკუთარი სამუშაო ძალა მოთხოვნის უეცარი შემცირების დასაძლევად, ხოლო ზოგიერთ მუშაკს სწრაფად მოუწია მზრუნველის როლზე გადასვლა სკოლების დახურვისა და ჯანდაცვის მიწოდების შეფერხებების გამო.
ასევე, ამ საკითხზე ზეტ თაობის კვლევები მიუთითებს ნაკლებად უარყოფით, შესაძლოა პოზიტიურ პერსპექტივაზეც კი კარიერული მიმართ. ზეტ თაობა, რომელიც ამჟამად გლობალური სამუშაო ძალის თითქმის ერთ მესამედს შეადგენს, 2035 წლისთვის სამუშაო ძალის უდიდესი წარმომადგენელი იქნება, შესაბამისად, ზემოხსენებული ეფექტი მხოლოდ გაძლიერდება.
სოციალური მედიის პლატფორმებზე კარიერული წყვეტის შესახებ ღიად საუბარი მეინსტრიმულ მოვლენად იქცა. დღევანდელი პროფესიონალები, როგორც ჩანს, მზად არიან გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება სხვებს ისეთი გზებით, რომლებიც არც თუ ისე შორეულ წარსულში წარმოუდგენელი იყო.
მაინც, რა გავლენა აქვს კარიერულ პაუზას დაქირავებისას? ამ სტიგმის შესასწავლად, ResumeGo-მ, 2019 წელს, ექსპერიმენტი ჩაატარა. მკვლევრებმა შექმნეს რამდენიმე ფიქციური აპლიკანტი კარიერული პაუზით რეზიუმეში პოპულარულ სამუშაო საიტებზე განთავსებული 36,000-ზე მეტი ვაკანსიისთვის. აღმოაჩინეს, რომ იმ აპლიკანტებმა, ვისაც კარიერული პაუზა არ ჰქონდათ, 11%-ით მეტი უკუკავშირის მაჩვენებელი მიიღეს, მაშინ, როცა ერთი ან ორწლიანი პაუზის მქონე კანდიდატებს ჰქონდათ დაახლოებით 10%-იანი მაჩვენებელი ჰქონდათ. ამის შემდეგ უკუკავშირის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირდა: სამი, ოთხი და ხუთწლიანი პაუზის მქონე რეზიუმეებს ჰქონდათ შესაბამისად 4.6%, 3.7% და 3.1% უკუკავშირის მაჩვენებელი.
კონტექსტს აქვს მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო პაუზების მიზეზების მითითებამ სრულად ვერ აღმოფხვრა უარყოფითი ეფექტი, გარკვეული შემსუბუქება მაინც განაპირობა, მიზეზებიდან გამომდინარე. მაშინ, როცა რეზიუმეში პაუზის მქონე საშუალო აპლიკანტმა, რომელსაც არ ჰქონდა მითითებული მიზეზი, მხოლოდ 4.3% უკუკავშირის მაჩვენებელი მიიღო, ეს მაჩვენებელი 8.5%-მდე გაიზარდა, როდესაც მითითებული მიზეზი იყო ტრენინგი და განათლება. ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევებში, კანდიდატებს ჰქონდათ დაახლოებით 7% უკუკავშირის მაჩვენებელი, ხოლო ოჯახურ საკითხებს – თითქმის 6% უკუკავშირის მაჩვენებელი.
იმის გასაგებად, თუ რამდენად შეიცვალა დამოკიდებულებები ბოლო წლებში, ჩვენ გამოვკითხეთ 400-ზე მეტი მენეჯერი LinkedIn-ზე 2023 წლის შემოდგომაზე. მათი პასუხები გვაძლევს დამატებით საფუძველს, რომ სკეპტიკურად შევხედოთ მნიშვნელოვან ცვლილებებს: რესპონდენტების 61% კვლავ მიიჩნევდა, რომ რეზიუმეში არსებული პაუზა უარყოფითი ნიშანია. ამის მიზეზების დეტალური ანალიზისას, მთავარი პრობლემა იყო სანდოობა (29%), შემდეგ მოტივაცია (27%), შენარჩუნების რისკი (25%) და უნარების დაკარგვა (19%).
მონაცემებმა ასევე გამოავლინა გენდერული განსხვავებები იმაში, თუ როგორ უყურებდნენ ადამიანები რეზიუმეში არსებულ კარიერულ პაუზას. როგორც მამაკაცების, ისე ქალების დაახლოებით 60%-მა უპასუხა, რომ რეზიუმეში არსებული პაუზა უარყოფითი სიგნალია. იმ 40%-დან, ვინც არ მიიჩნევდა ამას უარყოფით ნიშნად, მამაკაცების 10% ფიქრობდა, რომ კარიერული შესვენება დადებითი სიგნალია, ხოლო 30% ფიქრობდა, რომ ამას არანაირი გავლენა არ ჰქონდა. ქალებისთვის, მხოლოდ 4% ფიქრობდა, რომ რეზიუმეში არსებული კარიერული შესვენება დადებითი სიგნალია.
კარიერულ პაუზას აქვთ გაზომვადი უარყოფითი გავლენა ანაზღაურებაზე
სამსახურის შეცვლისას, კარიერული პაუზის მქონე პირები იღებენ 14%-იან ხელფასის მატებას, მაშინ როცა მისი არმქონე პირების შემთხვევაში ეს რიცხვი – 22%-ია.
კარიერული პაუზის უარყოფითი გავლენა უფრო მეტად ახალგაზრდა აღმასრულებლებზე ვრცელდება
უფროსი თანამდებობის პირებზე, როგორიცაა პრეზიდენტები და CXO-ები, ეს უარყოფითი ეფექტი სანდოდ გაზომვადი არ არის. ეს ლოგიკურია, რადგან უფროს აღმასრულებლებს აქვთ უფრო გრძელი და მდიდარი სამუშაო ისტორია, რომელზეც ფირმებს შეუძლიათ დააფუძნონ დაქირავების გადაწყვეტილებები. ისინი, ვინც კარიერის ადრეულ ეტაპზე არიან, ნაკლებად დამტკიცებულნი არიან; შესაბამისად, პროფესიული პაუზიდან მომდინარე უარყოფითი სიგნალი უფრო გავლენიანია.
კარიერული პაუზა განსხვავებულად მოქმედებს მამაკაცებისა და ქალების დასაქმებისას
ქალებს შორის, კვლევამ აღმოაჩინა 9%-იანი სხვაობა მათთან, ვისაც კარიერული პაუზა ჰქონია. როგორც ჩანს, ქალებისთვის პაუზის უარყოფითი ეფექტები მაინც არსებობს. მამაკაცებისთვის მოცემულობა განსხვავებულია და უარყოფითი ეფექტები ჩნდება მხოლოდ სამუშაოს შეცვლისას. ეს მიანიშნებს, რომ მაშინ, როცა ქალები შეიძლება მუდმივად ზარალდებოდნენ სამუშაოსთან მიჯაჭვულობის პრობლემების გამო, მამაკაცებმა შეიძლება შეძლონ ამ უარყოფითი გავლენის შემცირება.
წყარო: HBR