in

თუ სამსახურს ეძებ – „დაიწყე კარიერა თეგეტაში“

შრომისუნარიანი მოსახლეობის 21,9% უმუშევარი, გაზრდილი შრომითი ემიგრაცია – ეს ის გამოწვევაა, რომელიც საქართველოს წინაშე ათწლეულებია დგას. ასეთ პირობებში, ახალი პროფესიის შეძენისა და დასაქმების მსურველებს  „თეგეტა მოტორსი“ ნამდვილად უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.

თვე-ნახევარი სწავლა, შემდეგ ანაზღაურებადი სტაჟირება და დასაქმება – ეს ის მარტივი ფორმულაა, რომელიც „თეგეტა მოტორსის“ კამპანიის „დაიწყე კარიერა თეგეტაში“ ფარგლებში შემუშავდა.

განაცხადების გაკეთების ვადა 7 აგვისტოს იწურება, თეორიული სწავლა კი, რომელიც, სულ რაღაც, თვე-ნახევარს გაგრძელდება, 15 აგვისტოს იწყება.

„თეგეტა“ არამხოლოდ ავტოსერვისის ინდუსტრიის ლიდერია, კომპანია თავისი განვითარების სტრატეგიით გარკვეულ სტერეოტიპებსაც ანგრევს და დღეს ბევრი ახალგაზრდა ქალი გადის კარიერულ ზრდას „კაცურ პროფესიაში“.

ეკატერინე შალიკიანმა „თეგეტა აკადემიის“ კურსი გასულ ზაფხულს გაიარა და ანაზღაურებადი სტაჟირების შემდეგ, აკადემიაშივე დასაქმდა ტექნიკური ტრენერის პოზიციაზე. ეკატერინე სტუდენტებს მსუბუქი ავტომობილების საპოხ-საცხებ მასალებს ასწავლის და მომავალში, თავისი მოღვაწეობის სფეროს გაფართოებასაც გეგმავს, კერძოდ, სატვირთო ავტომობილების მიმართულებით.

ეკატერინე შალიკიანი

„საზოგადოებაში ნამდვილად არსებობს სტერეოტიპი, რომ მანქანა კაცის საქმეა. როდესაც კონსულტანტად ვმუშაობდი, ვატყობდი, რომ შემოსული მომხმარებელი თვალებით კაც კონსულტანტს ეძებდა. თუ ვინმე ამ საქმეს ქალურ პროფესიად არ მიიჩნევს, ეს ნაკლებად საინტერესოა. ჩემი აზრით, ამ საქმე გენდერი არ გააჩნია. ვფიქრობ, დღეს სტერეოტიპების დრო აღარ არის და გოგონებს ვურჩევ, ვისაც ეს სფერო აინტერესებს, მოვიდნენ და ისწავლონ ეს ძალიან საინტერესო და პერსპექტიული საქმე „თეგეტაში“, – ამბობს ეკატერინე.

თეორიული კურსის გავლის შემდეგ, წარმატებული კანდიდატები ანაზღაურებად პრაქტიკულ სტაჟირებას დაიწყებენ. ამ პერიოდში შეიძენენ საბაზისო ცოდნას ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანიის პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს. ანაზღაურებად სტაჟირებას ისინი თბილისში მდებარე ფილიალებში გაივლიან.

„თეგეტა მოტორსის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ნათიკა ბერძული ამბობს, რომ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ყველასთვის, ვინც სამსახურს ეძებს.

ნათიკა ბერძული

„ასევე მათთვის, ვისაც ახლა არც უფიქრია სამსახურის დაწყება, მაგრამ ამ წინადადებას რომ გაეცნობა, სასურველ პერსპექტივას და ახალ შესაძლებლობებს დაინახავს. ეს არის შანსი, გახდე საქართველოში ერთ-ერთი პირველი და წარმატებული კომპანიის წევრი და იმ კონტრიბუციის ნაწილი, რასაც დღეს „თეგეტა“ საქართველოს ეკონომიკისთვის აკეთებს“, – ამბობს ნათიკა ბერძული.

სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები დასაქმდებიან „თეგეტა მოტორსის“ გაყიდვების ობიექტებსა და სერვისცენტრებში კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე.

„თეგეტა აკადემია“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში, ძალიან ბევრმა სამუშაოს მაძიებელმა შეიძინა ახალი პროფესია და დღეს უკვე  წამყვან პოზიციებზე მუშაობენ „თეგეტაში“.

განაცხადების გაკეთება შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ისე სამსახურის მაძიებელ ნებისმიერ ახალგაზრდას. ასე რომ, დაიწყეთ კარიერა „თეგეტაში“.

 

„თეგეტა ოტორსის“ შესახებ:

„თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც დღეს, 25 კომპანიას აერთიანებს, 25 წლის გახდა. 1995 წელს დაფუძნებული ბიზნესი ახლა საერთაშორისო კომპანიაა. აქვს მომსახურების ცენტრები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, საერთაშორისო ვაჭრობას კი მსოფლიოს 4 კონტინენტზე ახორციელებს.

2012 წლიდან, „თეგეტა მოტორსი“ Groupauto International-ის ოფიციალური წევრია და მსოფლიოს 300-მდე წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში. ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ გერმანულ ბრენდ „პორშეს“, შვედურ საავტომობილო გიგანტ „ვოლვოს“ და იაპონურ „ტოიოტასა“ და „მაზდას“. მსუბუქი ავტომობილების გარდა, სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით „თეგეტა მოტორსის“ ექსკლუზიური პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: „მანი“, „ჯეი-სი-ბი“, „ჰინო“ და სხვები.

„თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე დასაქმებული თანამშრომლით, დღეს, საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად მიიჩნევა. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობაა. ჰოლდინგი ოთხი მიმართულებით მუშაობს: განათლების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება და ინოვაციების მხარდაჭერა. 

 

[R]

“ბატლიოს სახლისთვის” ლითონის სკულპტურული ფარდა შეიქმნა

მანქანა, რომელიც იმარჯვებს – Ferrari-ს ისტორია