in

რატომ არ უნდა ვიფიქროთ საკუთარ კარიერულ გზაზე სწორხაზოვნად?

არატრადიციულ კარიერულ გზაზე სვლა ყოველთვის ყველაზე კომფორტული გადაწყვეტილება არაა, თუმცა, სწორედ ამგვარი გამოცდილება ხდის კანდიდატებს უფრო მეტად სასურველს დამქირავებლებისთვის. ბევრისთვის ამგვარ არატრადიციულ გზასთან გამკლავება ძალიან რთულია. ეს ბუნებრივია, თუმცა კი უნდა ვეცადოთ, რომ ნაკლებად ვშფოთავდეთ კარიერული ცვლილებების დროს, რადგანაც სწორედ ამ დროს ვიზრდებით პროფესიულადაც და პიროვნულადაც. მთავარი ისაა, რომ დისკომფორტი პროდუქტიულად გამოვიყენოთ და დავიმორჩილოთ ის სიტუაციები, რომლებიც აქამდე გადაულახავი გვეგონა.

წარმოგიდგენთ 5 გაკვეთილს, რომელიც ბევრად უფრო მეტ გამოცდილებასა და წარმატებას მოგიტანთ, ვიდრე მარტივი, ყველასთვის ცნობილი “კარიერული ბილიკი”:

ნუ იქნებით შეპყრობილი დიდი ბრენდებით

დიდი კომპანიებისთვის მუშაობა პროფესიონალებისთვის საკმაოდ დიდი და კარგი გამოცდილებაა – განსაკუთრებით, მათი კარიერის დასაწყისში. დიდ ბრენდებს ასევე აქვთ რესურსი, თავიანთი თანამშრომლები კარგად დაატრენინგონ. თუმცა, თუკი თქვენ გსურთ კარიერა, რომელშიც სწრაფად განვითარდებით და ერთგვარი ავტონომიაც გექნებათ, მაშინ დიდი ბრენდი ვერ იქნება ის სამუშაო ადგილი, სადაც მთელი თქვენი ცხოვრების გატარება გენდომებათ. ამგვარ დიდ კომპანიებში ის ადამიანებიც კი, ვისაც დიდი კარიერული ამბიციები ჰქონდათ, ორგანიზაციის შიდა პოლიტიკაზე ხდებიან დამოკიდებულები და მისი ლოგოს ქვეშ ექცევიან – რეალურ საქმეზე კი სულ უფრო ნაკლებად არიან ფოკუსირებულები. მანამ, სანამ თქვენს ნაცნობებს და ოჯახის წევრებს ამგვარ კომპანიებში თქვენი მუშაობა ხიბლავთ, რეალურად ისინი ბევრად უფრო კომპლექსურები და ბიუროკრატიულები არიან. ამიტომაც აქ კარიერული გაზრდა არც თუ ისეა შესაძლებელი.

გაუმკლავდით რთულ საუბრებს

ამ შემთხვევაში, ეს გაკვეთილი ეხებათ ქალებს – მდედრობით სქესს ხშირად ძალიან უჭირს სამსახურსა და ოჯახს შორის ბალანსის პოვნა. ამიტომაც, აუცილებელია თქვენს მენეჯერბთან გქონდეთ საუბარი თქვენს პრიორიტეტებზე – ოჯახზე, შვილებზე. თქვენ უნდა შეძლოთ, იმ მოლოდინების მართვა, რაც თქვენგან სამსახურშიც აქვთ და სახლშიც. პანდემიის პერიოდმა, სახლიდან მუშაობამ და, ამავდროულად, ბავშვების ონლაინ სწავლებამ ნათელი გახადა ის, თუ რასთან უწევთ გამკლავება ქალებს. ამიტომაც, საჭიროა, გადადგათ ნაბიჯი, გაუმკლავდეთ არასასიამოვნო საუბრებს და თქვენს ლიდერთან ისაუბროთ იმაზე, თუ რა გჭირდებათ ამგვარ სიტუაციაში.

ისწავლეთ ყველანაირი ლიდერისგან

სიმართლე ისაა, რომ არავინ, თვითონ აღმასრულებელი დირექტორიც კი ხშირად ყველაფერში კარგი სულაც არაა. ბევრი საკმაოდ საოცარი მენეჯერია და გუნდსაც ფანტასტიკურად მართავს, თუმცა, არიან გენიოსი ადამიანები, რომლებიც ხალხის მართვა საშინლად გამოსდით. მნიშვნელოვანია, გააცნობიეროთ, რომ არ არსებობს სრულყოფილი ლიდერი და ხშირად სულაც ვერ ვირჩევთ, თუ ვინ იქნება ჩვენი ლიდერი. თუმცა კი, გაკვეთილის აღება როგორც კარგისგან, ისე ცუდი მენეჯერისგანაცაა შესაძლებელი. მათი მაგალითებით კი თქვენ მიხვდებით, როგორი უნდა იყოთ და როგორი არ უნდა იყოთ მაშინ, როცა გუნდის მართვის შესაძლებლობა მოგეცემათ.

“დაისვარეთ ხელები”

იმისთვის, რომ უფრო მეტი ნდობა და კეთილგანწყობა მოიპოვოთ ლიდერთან და გუნდში, კარგი იქნება, თუკი ხანდახან იმაზე მეტს გააკეთებთ, ვიდრე აკეთებთ და ხშირად ისეთ რამეს გააკეთებთ, რასაც თქვენგან არ ელიან. ასეთი უნდა იყოს ლიდერიც, რომლის მოვალეობაც ხშირად სულაც არაა წვრილმან საქმეებზე დაყოვნება, თუმცა კი, ეს წვრილმანები თანამშრომლებისთვის ყოველდღიურ საქმეებს წარმოადგენს და მათი განხილვა ლიდერთან ერთად მათ ბევრად მეტ გამოცდილებას შესძენს, ლიდერს კი უფრო მეტ კეთილგანწყობას მოაპოვებინებს გუნდში.

წყარო: Fast Company



პირველად საქართველოში, თიბისიმ „ონლაინ“ განვადების ციფრული არხი შექმნა

SEU-ს სტუდენტები NVIDIA-ს გლობალურ ტექნოლოგიურ კონფერენციას ესწრებიან