27
Mar
2019

ამიერიდან, სარკეს შეუძლია გაცილებით მეტი გაჩვენოთ, ვიდრე თქვენი გამოსახულებაა

27 Mar 2019

veon
veon


„სარკევ, სარკევ, მითხარი“… სარკესთან დგომისას, ასე წინადადების დაწყება თქვენგან მაგიურ ძალებს აღარ მოითხოვს. თანამედროვე ტექნოლოგია ზღაპრებს, პირდაპირი მნიშვნელობით, რეალობად აქცევს. საქმე ისაა, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია ფიფქიას დედინაცვლად ქცევა, უბრალოდ, გაფრთხილება! ეს კეთილი სარკეა.

ამიერიდან, სარკეს შეუძლია უფრო მეტი გაჩვენოთ, ვიდრე თქვენი გამოსახულებაა. კომპანიების HiMirrow, Simplehuman, CareOS-ის თანამშრომლობით, შეიქმნა მულტიფუნქციური მოწყობილობა CareOS, რომელსაც შეუძლია თქვენი ცნობა, განათების რეგულირება, ექიმთან დარეკვა, მუსიკის ჩართვა, თქვენი წონისა და გულისცემის შესახებ ინფორმაციის გადმოცემა, კანის ანალიზი, ტაქსის გამოძახება და არამხოლოდ.

მას შეგიძლიათ მიმართოთ რჩევისთვისაც, თუ რა პროცედურა სჭირდება თქვენს კანს. ან, რომელი ფერის თმა მოგიხდებათ. მას შეხების გარეშეც შეუძლია ინტერაქცია. შეგიძლიათ ხმოვანი ბრძანება მისცეთ. CareOS იყენებს სახისა და ნივთების ამოცნობის ტექნოლოგია და მეტიც, მოგიყვებათ ამა თუ იმ ნივთის შესახებ და გასწავლით, როგორ გაიკეთოთ მაკიაჟი.

ინოვაციური სარკე რამდენიმე აპლიკაციას აერთიანებს და 2019 წლის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური ღონისძიება – CES Innovation Award-ის გამარჯვებულია, კატეგორიაში Smart Health & Beauty plaform.

ახალი მოწყობილობები გვაწვდიან ინფორმაციას საკუთარი სხეულის მდგომარეობის შესახებ, რაც მეტყველებს ტრენდზე – თვითონ ვუვლიდეთ საკუთარ სხეულს და ვზრუნავდეთ მასზე. ეს კონკრეტული სარკე შესაძლებელს ხდის ნაკლები დრო დავხარჯოთ დერმატოლოგებთან, თუ კოსმეტოლოგებთან ვიზიტებში.

განხილვა