in

„ავტოიმპორტის პირველი პროფესიონალური სერვისი“ – Carfest

Carfest, მომხმარებელს, ავტოიმპორტის პროფესიონალურ სერვისს სთავაზობს. როგორც კომპანიაში ამბობენ, მეორადი ავტომობილების უცხოეთიდან ჩამოსაყვანად ამ კვალიფიკაციის მომსახურება, ქართულ ბაზარზე, არ არსებობს.

„დღეს, მეორადი ავტომობილის უცხოეთიდან ჩამოყვანა ბევრ კონკრეტულ რისკთან და დაბრკოლებასთანაა დაკავშირებული. ამის მთავარი მიზეზია ბაზარზე ისეთი სერვისების ნაკლებობა, რომელიც მომხმარებელს კვალიფიციური კონსულტაციით უზრუნველყოფს. რეალურად, მყიდველებს ხშირად უწევთ რჩევა არასათანადოდ ინფორმირებული ნაცნობებისა და არაკვალიფიციური „პროფესონალებისგან“ მიიღონ. შედეგად კი, ისეთი მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენა, როგორიც ავტომობილის შეძენაა, მოსალოდნელი იმედგაცრუების შიშის გამო, დიდ თავის ტკივილთან უფრო ასოცირდება და მორიგ გადადებულ გეგმად იქცევა“.

როგორც Carfest-ის წარმომადგენლები ამბობენ, სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტა დაისახეს მიზნად. ფიქრობენ, რომ მათი მთავარი გამოწვევაა, შექმნან მომხმარებელზე მორგებული ქართული, ინოვაციური სერვისი და მთლიანად შეცვალონ მეორადი ავტომობილების უცხოეთიდან ჩამოყვანის გამოცდილება და  სფეროს სრული ტრანსფორმაცია დაიწყონ.

https://www.youtube.com/watch?v=LwjOUgd4whw

 

„მეორადი ავტომობილის შეძენის დამღლელი და ბუნდოვანი პროცესი დღეიდან მომხმარებლებისთვის აბსოლუტურად გამჭვირვალე და კომფორტული გახდება, რადგან მათ Carfest-ის ე.წ „ავტოპილოტი“ (გაყიდვების მენეჯერი) გაუწევს კონსულტაციას. იგი საკუთარ თავზე აიღებს პროცესის სრულ მართვას, ნებისმიერი სირთულის გადალახვას და მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ყოველგვარი სტრესისა და დაძაბულობის გარეშე გადადგას ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი“.

[R]

12 ქართული ბანკი საკრედიტო – საგარანტიო სქემაში ჩაერთო 

როგორ ავირიდოთ პლასტმასის მოხმარება?