ავტომობილების იმპორტის ბაზარზე ახალი მაღალტექნოლოგიური ლოგისტიკური კომპანია Cargo Polo გამოჩნდა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში იოპერირებს და დილერებს მოემსახურება აშშ-დან ავტომობილებისა და სხვა მძიმე სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვისა და ტრანსპორტირების სერვისების სრული სპექტრით.
კომპანია დაფუძნებულია საერთაშორისო ლოგისტიკურ ბაზარზე 20-წლიანი გამოცდილების მქონე პარტნიორების მიერ და აერთიანებს 100-მდე თანამშრომელს როგორც აშშ-ში, ისე მიმღებ ქვეყნებში.
ასეთია Cargo Polo-ს ინფრასტრუქტურული რესურსები:
- 17 აქტიური მიმღები პორტი
- საწყობების საერთო ფართობი: 35 აკრი
- საერთო საპარკინგე ადგილები საწყობებში 6 000 ავტომობილისათვის
- ყოველდღიური საშუალო ჩატვირთვების მაჩვენებელი: 70-100 კონტეინერი
- კონსოლიდაციის საშუალო დრო: 3-7 დღე
საქართველოში ავტომობილების ტრანსპორტიორი კომპანიების უმეტესობა მუშაობს როგორც სადილერო, ისე საცალო სეგმენტზე. ამ ფონზე კი კარგო პოლო ირჩევს ნიშურ როლს — პარტნიორებად აირჩიოს მხოლოდ ავტოდილერები და კონცენტრირდეს სფეროში მცირე ბიზნესების გაძლიერებაზე.
კარგო პოლოს პარტნიორ დილერებს შესაძლებლობა აქვთ, მანქანები შეიძინონ თითქმის ყველა პლატორმიდან ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით. შესყიდვების პროცესის გამარტივებისთვის, კომპანიამ შექმნა ფინანსური მხარდაჭერის სისტემა, რაც ავტოდილერებს მათზე მორგებული ფინანსური ალოკაციის საშუალებას აძლევს. დაკვეთილი ავტომობილების შესყიდვისთანავე იწყება ტვირთვის ტრანსპორტირების პროცესი, რომელიც მრავალეტაპიან ლოგისტიკურ სქემასთანაა დაკავშირებული. ეს პროცესი კი 3 ძირითადი პრინციპის ქვეშ არსებული გაიდლაინებით ხორციელდება.
- ტრანსპორტირების უსაფრთხოება
- გადაზიდვის სისწრაფე
- სტანდარტული პროცესების მაქსიმალური პერსონალიზაცია თითოეული ავტოდილერის საჭიროებებზე
„ლოგისტიკური პროცესები ისეთი აღარასოდეს იქნება, როგორც ადრე! კარგო პოლო ახალი თაობის ტექნოლოგიური კომპანიაა, რომლის მიზანია, დილერებისთვის კარგად ნაცნობი ბიზნეს პროცესები და მათი შესრულების ხარისხი აიყვანოს ახალ ნიშნულებამდე. ჩვენთან შეხვდები უამრავ ინოვაციურ პროდუქტსა და მიმართულებას. თუ ხარ დილერი და დაკავებული ხარ ავტომობილების იმპორტით, მაშინ შენთვის ბევრი საინტერესო სიახლე გვაქვს!“, — ამბობენ კომპანიაში.
[R]