„კარგონმა“ საინვესტიციო რაუნდის ჩახურვის შემდეგ, 7 გლობალური ფონდისგან $1.7 მილიონი მოიზიდა. ეს უდიდესი წინსვლაა კარგონის განვითარებისთვის — ერთი მხრივ, მიუთითებს, რამდენად საინტერესო სერვისი შეიქმნა ადგილობრივ ბაზარზე და რამდენად დიდ ყურადღებას იმსახურებს გლობალურად; მეორე მხრივ, ეს არის შანსი მასშტაბური განვითარებისთვის.
„საინვესტიციო რაუნდი ძალიანი დიდი მნშივნელობისაა კარგონისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს შესაძლებლობას გვაძლევს, განვავითაროთ ჩვენი პროდუქტი, კიდევ უფრო აქტიურად გავიზარდოთ ჩვენს რეგიონში და შევიდეთ ცენტრალური აზიის რეგიონში“, — აღნიშნავს ვანიკო ჩალაძე, კარგონის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
ცოტა დეტალურად რომ განვიხილოთ, Cargon ციფრული ლოგისტიკური პლატფორმაა, რომელიც აკავშირებს გამგზავნს გადამზიდთან. ღილაკზე თითის ერთი დაჭერის მეშვეობით, ერთდროულად შესაძლებელია ფასის წინასწარ დადგენა, ტვირთის საიმედოდ გაგზავნა და გადაადგილების რეალურ დროში მონიტორინგი. მთლიანობაში, კარგონი მარტივ, სწრაფ და ინოვაციურ სერვისს წარმოადგენს.
ფონდები: Sturgeon Capital, Hustle Fund, Reflect Ventures, UzVc, Aloqa Venture, Caucasus Ventures და Flexport.