in

„ყველაფერი გაწერილია, ყველაფრისთვის მზად ხარ, ყველაფერი ძალიან მარტივია“ – Cargon-ის თანადამფუძნებელი შაკო ჯალაბაძე

Cargon, „სილიკონ ველიზე“, “500 Startups“-ის პროგრამაში მონაწილეობს

Cargon-ის თანადამფუძნებელი შაკო ჯალაბაძე 500 Startups-ისგან მიღებულ იმ შესაძლებლობებზე გვიამბობს, რომლის საშუალებითაც სან-ფრანცისკოს ყველაზე მსხვილ ინვესტორებს საკუთარ ბიზნეს იდეას აცნობს.

Cargon, როგორც “500 Georgia“-ს გამარჯვებული, სამ ქართულ სტარტაპთან ერთად, „სილიკონ ველიზე“ “500 Startups“-ის ერთთვიან პროგრამაში მონაწილეობს. მათ საშუალება აქვთ, ისწავლონ და შეხვდნენ პოტენციურ ინვესტორებს. ზუსტად იქ მიღებულ გამოცდილებზე, სამუშაო სივრცესა და ატმოსფეროზე გვიამბობს შაკო ჯიბლაძე.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/watch/?v=835228167383417&extid=CL-UNK-UNK-UNK-IOS_GK0T-GK1C” width=”768″ height=”403″ onlyvideo=”1″]

 

„აქ დაგვხვდნენ ადამიანები, რომლებიც ყოველთვის სადღაც მიიჩქარიან და მიდიან ძალიან დიდი საქმეების გასაკეთებლად. კომპანიები, [მათი] ოფისები და [მათთან] ხელმისაწვდომი ადგილები, რომლებიც მსოფლიოს მართავს.

ყველაფერი მიდის იდეალურად – ყველაფერი გაწერილია, ყველაფრისთვის მზად ხარ, ყველაფერი ძალიან მარტივია“.

შაკო ჯიბლაძე ამბობს, რომ “500 Startups“-ში მონაწილეობამდე Cargon მხოლოდ საქართველოში იყო წარმოდგენილი. ამ პროგრამის შემდეგ კი საერთაშორისო ბაზარზე გავიდნენ და ახლა მათი პროდუქცია რამდენიმე ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.

 

“Silicon Valley“-ზე ინვესტორს აინტერესებს შენი გუნდი, ბაზარი და „თრექშენი“ – Cardeal-ის თანადამფუძნებელი ზურაბ ბაკურიძე

„პროგრამა უზრუნველყოფს იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსებს, რაც განვითარების დონეზე მყოფ კომპანიას ესაჭიროება“ – Agrolabs-ის თანადამფუძნებელი მაიკლ ლაზარენკო