in

„თვიდან თვემდე, დაახლოებით, 40%-იანი ზრდა გვაქვს,“ – Cargon-ის გზა სილიკონ ველიმდე

სტარტაპ აქსელერატორის 500 Georgia საქართველოში გამოჩენამ ძირეულად შეცვალა ადგილობრივი ეკოსისტემა – სტარტაპერებს სწრაფი განვითარების, ბიზნეს-მოდელის დახვეწის, ინვესტიციების მოზიდვის საშუალება მიეცათ. 16.5 მლნ ლარის მოზიდული ინვესტიცია, 627 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი – ეს 500 Georgia-ის შედეგების მხოლოდ ნაწილია. 500 Georgia-ში გამარჯვებული ბიზნესები სილიკონ ველიზე წასასვლელად ემზადებიან, რაც მათ, როგორც სტარტაპებს დამატებით შესაძლებლობებს მისცემს. მანამდე კი, მოდით, უკეთ გავეცნოთ, რა გზა გაიარეს იდეიდან სილიკონ ველიმდე. ამჯერად, სტარტაპ Cargon-ს ამბავს გიყვებით.

„სილიკონ ველიზე გვაქვს რამდენიმე მიზანი. პირველ რიგში გვინდა მივიღოთ იქაური გამოცდილება სხვადასხვა მენტორებისგან და დამფუძნებლებისგან რომელიც კიდევ უფრო დაგევხმარება ჩვენი სერვისის გლობალურ ბაზარზე ჩასაშვებად. ასევე მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის ინვესტორებთან შეხვედრა იმისთვის რომ ის ფინანსური რესურის მოვიზიდოთ რაც გეოგრაფიული გაფართოებისთვის არის საჭირო,“ – გვიამბო ვანიკო ჩალაძემ, Cargon-ის თანადამფუძნებელმა.

იდეიდან ბიზნესგეგმამდე

„კარგონის შექმნის იდეა დაიბადა ზოგადად ტექნოლოგიური ინტერესების შედეგად. მე, პირადად, მოხიბლული ვიყავი ეკონომიკის „უბერიზაციის“ პრინციპით რომელიც ჩემს მეგობრებთან ერთად განვიხილე. ჩემს მეგობარს (და ახლა უკვე „კარგონის“ თანადამფუძნებელს) დიდი გამოცდილება ჰქონდა ლოგისტიკის მიმართულებით და შესაბამისად, ბაზრის ის არაეფექტურობები, რომელიც ზოგადად, ლოგისტიკასთან არის დაკავშირებული სავსებით რეალური იყო, ტექნოლოგიით გადაწყვეტილიყო. „კარგონის“ იდეა ჩვენს კიდევ ერთ მეგობარს გავუზიარეთ, რომელიც იდეის განვითარებაში დაგვეხმარა და საბოლოოდ, ეს ჩანაფიქრი ბიზნეს გეგმაში გარდაისახა.

Cargon-ის კონცეფცია

„კარგონის“ ტექნოლოგია დაფუძნებული პლატფორმაზე და მობილურ აპლიკაციაზე, რომელიც ტვირთმფლობელს გადამზიდ მძღოლთან ან სატრანსპორტო კომპანიასთან აკავშირებს. ჩვენი ტექნოლოგია ტვირთმფლობელს შესაძლებლობას აძლევს ხარჯები, სულ მცირე, 15%-ით დაზოგოს და გადამზიდის ძიების დრო 90%-ით შეამციროს. რაც შეეხება მძღოლსა და სატრანსპორტო კომპანიას, ჩვენი პლატფორმა და აპლიკაცია ხელს უწყობთ, სასურველ მარშრუტებზე, მეტი გამოიმუშავონ და რაც მთავარია, ოპტიმალურად დატვირთონ საკუთარი გადამზიდი მანქანები.“

შედეგიანობა

„ჩვენი სტარტაპის მთავარი მიღწევები ზრდის მაჩვენებლებით გამოიხატება. თვიდან თვემდე, დაახლოებით, 40%-იანი ზრდა გვაქვს. პლატფორმაზე დარეგისტრირებულია 280 ტვირთმფლობელი და 1500-მდე გადამზიდი მძღოლი და კომპანია. გარდა ამისა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „კარგონი“ საქართველოს ფარგლებს გარეთაც ოპერირებს, ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე დიდ ბაზარზე.“

Cargon-ის წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობამ

„500 Startups – აქსელერაციის გამოცდილებამ დიდი ცვლილებები შემოიტანა ჩვენი სტარტაპის განვითარებაში. პირველ რიგში შეგვძინა უფრო მეტი თავდაჯერებულება იმისი რომ ჩვენ ვქმნით სერვის რომელიც შეიძლება გახდეს გლობალური მასშტაბის და განვითარდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ასევე შეიცვალა ზოგადად ჩვენი განვითარების პროცესი რომელიც უფრო სწრაფი და ზრდაზე ორიენტირებული გახდა.“

დაუმარცხებელი თამაში – მიხო სვიმონიშვილი

Cannes Lions 2021-ის პირველი გამარჯვებულები ცნობილია!