ზოოპარკიდან ცხოველების გაქცევა ქალაქისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ როდესაც საქმე რეკლამას ეხება ზოოპარკისთვის ყველაზე დიდი საშიშროება, ბინადრების დაკარგვა მომგებიან სარეკლამო ხრიკად შეიძლება იქცეს.
Paris’ Zoological Park-ში ახალი ცხოველების გამოჩენასთან დაკავშირებით სარეკლამო სააგენტომ Ubi Bene-მ პარიზის ქუჩებში გიგანტური ყუთები დადგა. ყუთებზე ცხოველების გამოსახულებაა, ხოლო თვითონ ყუთები ცარიელია. შექმნილია ისეთი შთაბეჭდილება თითქოს ცხოველები გაქცეულები არიან.