in

[18+] ქალები და მათი ფორმები ესპანელი ხელოვანის, კარლოტა გერეროს ფოტო-ობიექტივში

მისი ნამუშევრები ფემინიზმისა და ბუნების ჰარმონიული ნაზავია

„საკუთარ თავს ფოტოგრაფს არც ვუწოდებდი. ეს უფრო თანამედროვეობის ერთ-ერთი მოთხოვნადი „იმიჯმეიკერის“ თამამი განაცხადია, რომელიც ცნობილია, როგორც [ამერიკელი ავტო-შემსრულებლის] სოლანჟ ნოულსის იმიჯის შემქმნელი და სარეკლამო შეკვეთების შემსრულებელი ისეთი ბრენდებისთვის, როგორებიცაა: New Yorker, Nike და Givenchy“.

კარლოტა გერერო

ასე აფასებს საკუთარ საქმიანობას წარმოშობით ესპანელი კარლოტა გერერო. თუმცა, დღეს მას როგორც ფოტოგრაფს, ისე გაგაცნობთ და გიჩვენებთ ნამუშევრებს, რომლებიც ფემინიზმისა და ბუნების მართლაც ჰარმონიული ნაზავია. თუ ამ ფოტოებს კარგად დააკვირდებით, ნახავთ, როგორ მუშაობს ავტორი, რომ მისთვის მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემები ეფექტურად წარმოაჩინოს.

„ჩემი მთავარი ინტერესი ფოტოგრაფია კი არა, იმის წარმოდგენა და კონცეპტუალიზაციაა, რასაც ვქმნი. ფოტოგრაფია, უბრალოდ, ამ ნამუშევრების აღსაბეჭდი საშუალებაა. გადაღების დროს, ტექნიკაზე, დიდად, არ ვფიქრობ. ამიტომ, მომწონს იმ ტექნიკურ ჯგუფებთან ერთად მუშაობა, ყველა ის ცოდნა რომ აქვთ, რაც მე არ მაინტერესებს“.

კარლოტა გერერო ბარსელონაში დაიბადა. ფოტოგრაფიით დიდი ხნის წინ დაინტერესდა და გადაღებაც თავად ისწავლა. თვითნასწავლ ფოტოგრაფს პირველი სერიოზული კონტრაქტი სწორედ სოლანჟ ნოულსთან ჰქონდა – მისი ალბომისთვის “A Seat at the Table“ გადაღებული კლიპების მხატვარი და არტ დირექტორი იყო. ცოტა ხნის წინ, თანამშრომლობა დაიწყო კანადელ (წარმოშობით ინდოელი) პოეტ რუპი კაურთან და მისი პერფორმანსების არტ დირექტორიც გახდა. დღეს რამდენიმე პროფესია აქვს, ფოტოგრაფიასთან ერთად, არის „ფილმმეიკერი“, არტ დირექტორი და ქორეოგრაფი.

 

 

 

წყარო:

creativereview.co.uk

insideoutwomen.com

https://metalmagazine.eu/

„პირველად საქართველოში! შეიძინე ტექნიკა ახლა უკვე კრიპტოვალუტით! მხოლოდ მეგატექნიკაში!“ 

არანაირი ზედმეტი ჟესტიკულაცია – ბუნების დაცვა მარტივია!