12
Oct
2019

ლუდი ქაღალდის ბოთლებში – Carlsberg-ის ინიციატივა

12 Oct 2019

კომპანიები ნელ-ნელა ცდილობენ, სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით ქმედითი ნაბიჯები გადადგან და ხელი შეუწყონ გარემოს დაბინძურების შემცირებას. დანიური ლუდსახარში კომპანია Carlsberg-იც სწორედ ამ გზას მიჰყვება. სულ ცოტა ხნის წინ მან ქაღალდის ლუდის ბოთლის პროტოტიპი წარადგინა. ამ შეფუთვაზე კომპანია 2015 წლიდან მუშაობს.

ახალი შეფუთვა სრულიად გადამუშავებადი მუყაოსგანაა დამზადებული. კომპანიას სურს, რომ გაყიდვიდან ამოიღოს მინის ან ალუმინის ბოთლები, რადგანაც მათ დიდი უარყოფითი გავლენა აქვთ პლანეტის კეთილდღეობაზე. თუმცა, ეს ასე მარტივი არ არის. Carlsberg-მა ჯერ მხოლოდ პროტოტიპი წარადგინა და აპირებს ამგვარი შეფუთვის მქონე ლუდი დატესტოს. არის იმის შესაძლებლობა, რომ ლუდმა თავისი გემოვნური თვისებები ამგვარ შეფუთვაში დაკარგოს. სწორედ ამიტომ, Carlsberg ჯერ ამ პროდუქტზე მუშაობას არ მორჩენილა. თუმცა, იმედოვნებს, რომ მალე შეძლებს ბაზარზე ამგვარი შეფუთვისმქონე ლუდის გამოტანას.

განხილვა