ჩემპიონთა ლიგას მთელი “ემოციების ატრაქციონი” ახლავს. Carlsberg-მა ამერიკულ მთებზე ჯდომა ფეხბურთის ფანების ემოციასთან გააიგივა და საერთაშორისო სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რომლითაც Barclays-თან 3 წლიანი კონტრაქტის გაფორმება აღნიშნა.
ვიდეოს გმირები – 200 ფანატი, ფეხბურთის ლეგენდები და კომენტატორები არიან. ამის გარდა, Twitter-ზე, Facebook-ზე და Instagram-ზე შეგიძლიათ თქვენს მიერ გადაღებული ემოციები ატვირთოთ. ეს ყველაფერი ერთიანი სარეკლამო კამპანიის “ემოციების ატრაქციონის” ნაწილი გახდება.
ცოტა რამ, რეკლამის ტექნიკურ მხარეზე. გადაღებები 20 კამერით მიმდინარეობდა, 10 მათგანი თვითონ ატრაქციონზე იყო დამაგრებული და 2 კამერა ვერტმფრენიდან იღებდა. რეკლამას 120 კაციანი ჯგუფი 2 დღის მანძილზე იღებდა. გადაღებებზე ატრაქციონზე ჯამში 120 კილომეტრი გაიარეს და 100-ჯერ გაკეთდა 360 გრადუსიანი ბრუნი.
http://youtu.be/P47eLknD0qo