in

Carlsberg-მა კამპანია ფეხბურთზე შეყვარებულ ტაქსის მძღოლებს მიუძღვნა

Carlsberg-ისა და Uefa-ს გაერთიანება ხელშესახები Fare Game-ით გახდა, კამპანიით, რომელიც ფეხბურთზე ფანატიკურად შეყვარებულ ტაქსის მძღოლებს მიუძღვნეს. ადამიანებს, რომლებიც ხშირად ტოვებენ მნიშვნელოვან სპორტულ მატჩებს, რადგან დრო არ აქვთ… მათთვის პატივისცემის საჩვენებლად და, უნდა ითქვას, რომ, მათდა გასაკვირადაც, ტაქსის მძღოლებს ღამის თავისუფლად გატარების შესაძლებლობა მისცეს და შანსი, ეყურებინათ Uefa Nations League-ის ნახევარფინალს გერმანიასა და პორტუგალიას შორის. 

BOG

გვსურს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გულშემატკივრებს მივცეთ წვდომა ფეხბურთის საუკეთესო მომენტებზე და ვიფიქრეთ, რომ ახლა შესანიშნავი დრო იყო, ტაქსის მძღოლებს თავად გამოეცადათ ფეხბურთის მაგია. Fare Game-მა მათ მისცა შანსი, მიეღოთ სიამოვნება საკულტო ფეხბურთის მატჩის ლაივში ყურებით, როცა ისინი ხშირად ამ გამოცდილების გარეშე რჩებიან. ეს ამბავი კი კიდევ უფრო განსაკუთრებულად სხვა ტაქსის მძღოლებთან გაერთიანებამ აქცია, ადამიანებთან, რომლებსაც თამაშის სიყვარული აერთიანებთ, — განმარტავს ლინსი ვუდსი, Carlsberg-იდან.

კამპანიაზე Fold7-ის შემოქმედებითმა სააგენტომ იმუშავა. 

რისთვის გვჭირდება პერსონალური ბრენდი?

როგორ დაგეგმო პენსიაზე გასვლა, თუ ფრილანსერი ხარ?